დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონმა ესპანელმა რაფაელ ნადალმა “ცინცინატის” მასტერსის 1/16-ფინალში ურუგვაელი მე-19 ნომერი პაბლო კუევასი 6:1, 7:6 დაამარცხა. პირველ სეტში რაფამ ორი ბრეიკით იმარჯვა, ხოლო მეორე სეტი ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ესპანელმა 7:4 მოიგო.
მერვედფინალში ნადალი ხორვად ბორნა ჩორიჩს შეხვდება, ურთერთშეხვედრებში ანგარიში 1:1-ია.
“ცინცინატის” მასტერესი რაფაელ ნადალს 2013 წელს აქვს მოგებული.