შვეიცარიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ბლერიმ დზემაილი კარიერას იტალიურ “ბოლონიაში” გააგრძელებს. ამის შესახებ ემილიური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება. “ბოლონიამ” 30 წლის ფეხბურთელი სტამბულის “გალათასარაიდან” შეიძინა და მასთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
სხვათა შორის, ბლერიმისთვის იტალია უცხო სულაც არ გახლავთ. კარიერის უმეტესი ნაწილი სწორედ აპენინზე აქვს გატარებული, სადაც სხვადასხვა პერიოდში “ტორინოს”, “ნაპოლის”, “პარმასა” და “ჯენოას” რიგებში ირჯებოდა.