სხვა

16:35 | 18.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნადირაძემ ოლიმპიურ თამაშებზე მე-5 ადგილი დაიკავა (+VIDEO)

კანოეთი 200 მეტრზე შეჯიბრის ფინალში გასულ ზაზა ნადირაძეს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე მედლის მოპოვებამდე სულ ცოტა დააკლდა.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის მცხეთელმა სპორტსმენმა საკვალიფიკაციო და ნახევარფინალური გაცურვები დამაჯარებელად განვლო და ფინალში მე-4 შედეგით შევიდა.

გადამწყვეტ გაცურვაში ზაზამ ჩინებული შედეგი აჩვენა, დისტანცია 39.817 წამში დაფარა, თუმცა, მეტოქეებიც ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ და ჩვენებურს მე-5 პოზიცია ერგო. ქართველს შანსი ნამდვილად ჰქონდა, თუმცა, სტარტისას და ფინიშისას გამოცდილება დააკლდა, რაც ასაკთან ერთად აუცილებლად მოვა.

საბოლოოდ, ოქროს მედალი უკრაინელმა იური ჩებანმა (39.279) მოიპოვა, ვერცხლი აზერბაიჯანელ ვალენტინ დემიანენკოს (39.493) ერგო, ბრინჯაო კი ბრაზილიელმა ისაქუიას ქუეიროს დოს სანტოსმა (39.628) დაისაკუთრა.

ცხადია, ნადირაძისთვის ოლიმპიური თამაშების მე-5 ადგილიც დიდი წარმატებაა და ეს შედეგი სამომავლოდ იმედიანაც განგვაწყობს. იმედია, ამიერიდან მას მეტი ხელშეწყობაც ექნება და უდავოა, რომ ზაზას მთავარი წარმატებები წინ აქვს.

0.112903