საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. მან ეს მოულოდნელი განცხადება ქართველი ძალოსნების ოლიმპიური ტრიუმფის შემდეგ მიიღო. შეგახსენებთ, რომ რიოში ლაშა ტალახაძე ჩემპიონი გახდა, ირაკლი თურმანიძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
როგორც კახიაშვილმა საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეს-ცენტრს განუცხადა, ორგანიზაციის ახალი საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წლის 19 სექტემბერს გაიმართება და სავარაუდოდ, ის კენჭს თავადაც იყრის.
კახი კახიაშვილი: „ძალოსნობისთვის წარმატებული ოლიმპიადის მიუხედავად, მე გადავდექი ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან და გაცნობებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წლის 19 სექტემბერს გაიმართება. როგორც არ უნდა დასრულდეს შემდეგი არჩევნები, მე ყოველთვის ქართული ძალოსნობის გვერდში ვიქნები.
სავარაუდოდ, მეც ვიყრი კენჭს და თუ ძალოსნობის საზოგადოება, ძალოსნობის ოჯახის წევრები მხარს დამიჭერენ, კიდევ უფრო მეტი მონდომებით, ენთუზიაზმით გავაგრძელებ მუშაობას. რა თქმა უნდა, შიდა შეჯიბრებები გვაქვს დასაგეგმი, ჩასატარებელია უამრავი შეკრება, საერთაშორისო არენაზე ჩვენი პრესტიჟის დაცვაა აუცილებელი. ეს ყველაფერი დასახვეწია“.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კაპიტანო, 18 წუთში არ არის კარგი სტატისტიკა, უნდა მოუმატო ზაზა ! ! !
დურანტს უთქვამს, რომ დავბრუნდები ზაზა იყოს პარკეტზე, ფორმაში შესვლაში დამეხმარებაო. ოღონდ თავისი ჰექტარნახევრიანი თავი შორს ჰქონდეს ჩემი მუხლებისგანო DDDDDDDDD
არაუშავს პლეი ოფებში გამოჩდება ზაზას ძალა !!
მოუკლო ზაზამ ბოლო თამაშები. ცუდ ფორმაშია
კარგია რომ მთლიანობაში გუნდმა და ლიდერებმა აკრიფეს, მაგრამ ზაზას შედეგიანობის დაცემა
(არა მხოლოდ ქულებში) მაფიქრებს. დურანტიც ბრუნდება და ისე არ მინდა გამოვიდეს რომ ზაზას დრო შეუმცირონ, ხოლო პლეი-ოფში სასტარტოდან ამოაგდონ
ამოაგდონ კი არა ზუსტად პლეი ოფებისთვის ინახავენ და ამიტომაც არ ათამაშებენ მთელი დატვირთვით
აკრიფა, როგორც იქნა სტიოპამ.DD
ონლეანთან უნდა წააგონ წესით... გრძელი სერია გამოუვიდათ მოგებების
შევიდა ფორმაში გოლდენი, კარი და კლეიც მოვიდნენ აზრზე. ზაზამ მოუკლო შედეგიანობას.
კლივლენდი გამოფხიზლდა და პირველზეც გავა აღმოსავლეთში. რა ცოტა დააკლდა ვესტბრუკს, გადაიდო ცოტა რეკორდი