ინგლისის ჩემპიონის, „ლესტერის“ შემტევმა რიად მაჰრეზმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.
კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ახალი შეთანხმება 2020 წლამდე იმოქმედებს.
25 წლის ალჟირელი გასული სეზონის შემდეგ ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და ვარაუდობდნენ, რომ ის გუნდს გამოიცვლიდა.
მაჰრეზი ჯერ კიდევ ჩემპიონშიპში მოთამაშე „ლესტერში“ 2013 წელს საფრანგეთის მეორე ლიგის „ლე ავრიდან“ გადავიდა. გასულ სეზონში მან ინგლისის პრემიერლიგის 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა, აქედან 36 შემთხვევაში სასტარტო შემადგენლობაში იყო და 17 გოლი გაიტანა.