ფეხბურთი

12:23 | 18.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსი“ მატუიდიში 20 მილიონს იხდის

ტურინის „იუვენტუსი“ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და ამ მიზნით, ხუან კუადრადოს გარდა, ფრანგული პსჟ-დან ბლეზ მატუიდის შეძენას ცდილობს.

Gianlucadimarzio.com-ის ცნობით, „ბებერი ქალბატონი“ მზადაა 29 წლის ფრანგის ტრანსფერის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაიხადოს, ხოლო თავად ფეხბურთელს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს.

თავად მატუიდის „იუვენტუსში“ გადასვლა სურს, სადაც მას სათამაშო დროს პირდებიან.

უახლოეს დღეებში ელის პასუხს იტალიური კლუბი ლონდონის „ჩელსისგან“, რომელსაც ხუან კუადრადოს იჯარის წინადადებით მიმართა. შეგახსენებთ, რომ კუადრადო „იუვენტუსში“ იჯარის წესით გასულ სეზონშიც თამაშობდა.

0.114622