ფეხბურთი

11:31 | 18.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინელი მფლობელი და მწვრთნელები „ზუგდიდში“

ოცდღიანი მოლაპარაკება დასრულდა და საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდი“-ს აქციათა 51 პროცენტის მფლობელი აუქციონის წესით უკრაინელი სპონსორები გახდნენ, ხოლო 49 პროცენტს ისევ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია განაგებს. როგორც „ზუგდიდი"-ს პრესსამსახური იტყობინება, სპონსორებთან მიმართებაში ოფიციალური საკითხები თითქმის დასრულებულია და მხოლოდ ფორმალური მხარეა დარჩენილი. ამასობაში გუნდში საკადრო ცვლილებებიც განხორციელდა.

ს.კ. „ზუგდიდი“-ს მთავარი მწვრთნელის მოვალეობას, უკრაინელი ვიქტორ დოგადაილო შეასრულებს, რომელსაც სხვადასხვა წლებში სანაკრებო და საკლუბო დონეზე უმუშავია - ის 1994-97 და 1998-99 წლებში იყო უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, 1997-2001 წლებში უკრაინის ასაკობრივი ნაკრებების (U-16 U-19) მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, 2001-2003 წლებში დონეცკის „შახტარი“-ს სპორტულ-ანალიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, 2004-2005 წლებში კი ამავე კლუბის სპორტული დირექტორის მოადგილე, 2005-2007 წლებში ოდესის „ჩერნომორეცი“-ს მწვრთნელის და შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტზეც უმუშავია, ბოლოს კი დოგადაილო, მოლდოვური „ზარია“ ბელცის მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა.
რაც შეეხება ზუგდიდელთა დამრიგებლის ვიქტორ დოგადაილოს ასისტენტს, ისიც უკრაინელი ცნობილი სპეციალისტი და ყოფილი ფეხბურთელი, ვლადიმირ ლუტია, რომელსაც მდიდარი საფეხბურთო კარიერა აქვს. ლუტი ოლიმპიური ჩემპიონიცაა, თამაშობდა დნეპროპეტროვსკის „დნეპრში“ – 1980-1989 წლებში, უთამაშია გელზენკირხენის „შალკე 04“-ში, გერმანულ „დიუსბურგში“, თურქულ „ბურსასფორში“ და გერმანულ „ბოხუმში“, ასევე სანაკრებო დონეზე, ყოფილი საბჭოეთის ოლიმპიურ და მთავარ ნაკრებებში , მისი სამწვრთნელო კარიერა კი ასეთია - მუშაობდა გერმანული ქვედა ლიგის გუნდებთან მწვრთნელად, სადაც მიიღო ლიცენზია და მესამე ლიგის გუნდთან მუშაობის უფლება. 2007 წელს მოსკოვის „ლოკომოტივი“-ს მწვრთნელად და ანატოლი ბიშოვეცის ასისტენად მუშაობდა, ხოლო 2010 წელს, ს.კ. „როსტოვი“-ს მთავარი მწვრთნელის, ოლეგ პროტასოვის ასისტენტად, 2014 წელს მოლდუვური კლუბის „საკსანი“-ს მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, სადაც 2015 წლის აპრილამდე მუშაობდა. სამწვრთნელო შტაბში იმუშავებენ, ლევან მიქაძე, მამუკა ჭაჭუა და მუხრან ქარჩავა (მეკარეების მწვრთნელი).
რაც შეეხება ოთარ გაბელიას, კლუბის ხელმძღვანელობამ მას ს.კ. „ზუგდიდი“-ს სპორტული დირექტორის თანამდებობა შესთავაზა.
ამ ეტაპისთვის ზუგდიდელთა შემადგენლობა ერთმა ფეხბურთელმა, გიორგი ჭანკოტაძემ კლუბთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. გუნდი მზადებას რუხის ბაზაზე განაგრძობს.

.. „ზუგდიდი“- პრესსამსახური

0.11689