საფრანგეთის საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთმა უმთავრესმა ვარსკვლავმა ტონი პარკერმა ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც ის ეროვნულ გუნდში ასპარეზობას ასრულებს.
34 წლის პარკერმა ეს გადაწყვეტილება რიოს ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ მიიღო, რომელშიც საფრანგეთი ესპანეთთან 67:92 განადგურდა, თავად პარკერმა კი 14 ქულა ჩააგდო.
ცნობისთვის, ტონი საფრანგეთის ნაკრების ღირსებას 2001 წლიდან იცავდა და მისი მაისურით 2013 წლის ევროპის ჩემპიონატი, 2011 წლის ევრობასკეტის ვერცხლის მედალი და 2005 და 2015 წლის ევროპირველობების ბრინჯაოს მედლები მოიგო.