ჩოგბურთი

0:05 | 18.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძემ იმარჯვა, ახალკაცი დამარცხდა

ეგვიპტურ კურორტ შარმ ელ შეიხში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე საწყისი რაუნდის მატჩები გაიმართა და თუკი მარიამ ბოლქვაძემ გამარჯვება იზეიმა, ანა ახალკაცს მარცხი შეემთხვა.

მე-5 ნომრად განთესილმა ბოლქვაძემ რუმინელი ანა ბიანკა მიჰაილა 6:0, 6:2 დაამარცხა და მერვედფინალში ფრანგ ფიონა კოდინოს გაეჯიბრება.

რაც შეეხება ახალკაცს, რომელმაც ასპარეზობა კვალიფიკაციიდან დაიწყო, ის ინდოელ შარმადაა ბალუუსთან 3:6, 0:6 დამარცხდა.

წყვილთა ტურნირში მე-3 განთესვის მქონე ბოლქვაძემ და ხსენებულმა მიჰაილამ ფრანგულ-ბრიტანულ დუეტს (კოდინო-ლარკინი) 6:2, 6:2 სძლიეს და მეოთხედფინალში შვედებს – მუნოზოვას და ოსტლუნდს ეთამაშებიან.

ახალკაცმა და ბრაზილიელმა ანდრესა კრისტინა ვაზ ოსორიო დე სოუზამ ინდურ-ბრიტანულ წყვილთან (ჩამარტი-ნჯოზე) 1:6, 0:6 წააგეს.

0.113294