სხვა

17:33 | 17.08.2016 | ნანახია 17322 - ჯერ

"ის დაუმარცხებელია, ვერასოდეს ვერავინ აჯობებს”

"ახლა, როცა ოლიმპიური ჩემპიონიც გახდით და ოქროს სრული კოლექცია შეაგროვეთ, როგორ ფიქრობთ, შტანგა უფრო მძიმეა თუ ოქროს მედალი” – ჰკითხა ლაშა ტალახაძეს ერთ-ერთმა იაპონელმა ჟურნალისტმა დაჯილდოვების ცერემონიალის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე.

"ამხელა ტიტულის ტარება მართლა არაა იოლი საქმე, მაგრამ გაცილებით მძიმე და ძნელი ის შრომა და მოსამზადებელი პროცესია, რომელიც ამ გამარჯვებებს უძღვის წინ” – უპასუხა ჩვენმა ჩემპიონმა და მის გააზრებულ პასუხს საპრესკონფერენციო დარბაზში შეკრებილი უცხოელი ჟურნალისტების აღფრთოვანება და ოვაციები მოჰყვა. 22 წლის ქართველ გოლიათს, რომელმაც ერთ საღამოს მთელი საქართველო სიამაყით აავსო, უშუალოდ ძალოსნობის დარბაზში მყოფ ქართველებთან ერთად, ყველა ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთ ვარსკვლავად მიიჩნევს. "ის დაუმარცხებელია. ვერასოდეს ვერავინ აჯობებს” – მითხრა ერთ-ერთმა ბრაზილიელმა ქომაგმა, რომელიც სიხარულისგან გაგიჟებულ ქართველ ჟურნალისტებთან სურათის გადასაღებად მოვიდა.

დროის სულ რაღაც საათნახევრიან მონაკვეთში ლაშამ შეძლო და ყველას კუმირი გახდა, დარბაზში შეკრებილი ირანელი გულშემატკივრების გარდა, რომლებიც მსაჯზე განაწყენდნენ, აქაოდა ფალავანი დაგვიჩაგრესო და რატომღაც მსაჯზე წყენა ქართველ ძალოსანზე გადაიტანეს. შტანგასთან მესამედ მისვლისას ტალახაძეს ფიცარნაგთან ყველაზე ახლოს მყოფი ტრიბუნა სტვენით და ყვირილით უშლიდა ხელს. მთელი დარბაზი კი ირანელ ქომაგებს უსტვენდა. ამ აურზაურში ლაშა ტალახაძემ ზედმეტი ნერვიულობის გარეშე აჰკრა 258-კილოგრამიანი შტანგა, ორჭიდის ჯამში ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა, ირანელთა ტრიბუნას მოკრძალებულად დაუკრა თავი და ნაკრების სამწვრთნელო შტაბთან და საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად საჩემპიონო ზეიმში ჩაერთო.

ინტერვიუების ჩასაწერ სპეციალურ ზონაში შესული პირდაპირ ბეჰდად სალიმიკორდასიაბის შევეჩეხე. ჟურნალისტების ალყაში მოქცეული ყვირილით არიგებდა ინტერვიუებს. ინგლისურის მცოდნე ირანელი ჟურნალისტის დახმარებით გავიგე, რომ მსაჯების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებდა და ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციას ლანძღავდა. თუმცა მისი კომენტარის შინაარსის გასაგებად ირანული ენის ცოდნა არც იყო საჭირო.

ცოტა ხანში მიქს ზონაში ირაკლი თურმანიძე გამოჩნდა და აქვე მისი კომენტარიც:

"დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მუხლჩაუხრელ შრომას შედეგი მოაქვს. მიზანს მივაღწიე – ოლიმპიურ კვარცხლბეკზე ავედი და ძალიან მიხარია, რომ ოლიმპიურ თამაშებს ახალი ღირსეული ჩემპიონი ჰყავს – ლაშა ტალახაძე”.

თურმანიძეს გიორგი ასანიძე მოჰყვა, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების აცრემლებულ მთავარ ექიმთან ზურაბ კახაბრიშვილთან ერთად – ათენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, რომელმაც ახლა უკვე ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში მიაღწია წარმატებას.

"ამ დღისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მოვდიოდით. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბიჭების შესაძლებლობებში აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, წინასწარ ცოტა მიჭირდა ასეთი თამამი პროგნოზის გაკეთება. ვულოცავ მთელ საქართველოს, რომელიც დღეს ძალიან გავახარეთ” – გვითხრა გიორგი ასანიძემ.

თურმანიძისა და ასანიძის კომენტარების ჩასაწერად უცხოელი ჟურნალისტებიც აქტიურობდნენ, მაგრამ როგორც კი დარბაზიდან მიქს ზონაში ლაშა ტალახაძე შემოვიდა, აბსოლუტურად ყველა, ქართველიან-უცხოელიანად მის გარშემო შეგროვდა.

ნახეთ რა პოპულარული ვარო, იხუმრა ლაშამ. შემდეგ კი ღირსეული ჩემპიონისთვის დამახასიათებელი სიდინჯით გასცა პასუხი ყველა შეკითხვას.

უცხოელებს ძირითადად ირანელი ძალოსნის მისამართით მსაჯების მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე მისი შეფასება აინტერესებდათ. ანალოგიური კითხვით ქართველ მძიმეწონოსანს პრესკონფერენციაზეც მიმართეს და მის პასუხს ისევ აპლოდისმენტები მოჰყვა.

"ჩემთვის გაუგებარია, მე რას მერჩოდნენ ირანელი ქომაგები. მათ მართლა უძლიერესი კუმირი ჰყავთ, რომელსაც მსაჯებმა წესების დარღვევა დაუფიქსირეს და წონა არ ჩაუთვალეს. მე ჩემს მოწინააღმდეგესაც და მის ქომაგებსაც ყოველთვის პატივს ვცემ. ირანელმა მაყურებლებმა კი გადაწყვიტეს ჩემთვის ხელი შეეშალათ. მათი ხმაური გადამწყვეტი სიმძიმის აწევისას პირიქით დამეხმარა” – განაცხადა ტალახაძემ.

აქვე რამდენიმე გამორჩეული კითხვა-პასუხიც:

- საოცარი წონები ასწიეთ და ისე გამოჩნდა, რომ კიდევ უფრო მაღალ წონებთან შეჭიდებაც თავისუფლად შეგეძლოთ. ამხელა რესურსის მქონემ ატაცი და აკვრა შედარებით მოკრძალებული სიმძიმეებით რატომ დაიწყეთ?

- შეიძლება ოდნავ დაბალი სიმძიმეები შევუკვეთეთ, ვიდრე ჩემმა უმთავრესმა კონკურენტმა, მაგრამ მთავარი პროცესი იყო. ეს ოლიმპიადაა და თითოეული ნაბიჯი ზედმიწევნით ზუსტად უნდა გაგვეთვალა. კარგია, რომ ექვსივე ცდა გამოვიყენე.

- ორჭიდის ჯამში მსოფლიოს წინა რეკორდმა 16 წელიწადი გაძლო. შენი აზრით დღევანდელი შენი რეკორდი რამდენ ხანს იქნება მიუწვდომელი?

- მაქსიმალურად შევეცდები, რაც შეიძლება მალე გავაუმჯობესო. თუ ამას სხვა ძალოსანი შეძლებს, ეს ჩემთვის დამატებითი გამოწვევა იქნება.

- 22 წლის ასაკში მოსაგები აღარაფერი დაგრჩათ. შემდეგ რას აპირებთ?

- სპორტიდან წასვლაზე ნამდვილად არ დავფიქრდები. მიზანი აბსოლუტურად ყველა დიდ შეჯიბრებაზე გამოსვლა და მუდმივად ტიტულისთვის ბრძოლაა.

- ალბათ მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატებზე გიხილავთ...

- რატომ, ჯერ ასაკობრივ ჩემპიონატზე გამოსვლასაც ვასწრებ და მინდა 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზეც მივიღო მონაწილეობა.

- როგორია ჩემპიონის ემოცია. ამ წუთში რაზე ფიქრობთ?

- სიმართლე გითხრათ, ჯერ ბოლომდე გააზრებულიც არ მაქვს რა მოხდა. ვიცი რომ ძალიან კარგი დღეა, ქართული სპორტისთვის ისტორიული დღე. ოლიმპიურ თამაშებზე კვარცხლბეკზე ერთდროულად ორი ქართველი პირველად ავიდა. მიხარია, რომ ეს მე და ჩემმა მეგობარმა ირაკლი თურმანიძემ შევძელით.

დაბოლოს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცეპრეზიდენტის – ელგუჯა ბერიშვილის კომენტარიც – "მსოფლიოს უსწრაფესი ადამიანი უსეინ ბოლტია, უძლიერესი – ლაშა ტალახაძე!”

ოთარ მაღლაკელიძე, worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროში


კომენტარები (39)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:12 | 18.08.2016
Buratino (3505)

ლაშას:
"შენი გამჩენის ჭირიმე, შენი!
ბიჭი ყოფილხარ 'შტანგის' დამშვენი!
შენ დაგიკვეხნოს შენმა მშობელმა-
რომ იმის ძუძუ შენ შეგრგებია,
აი დალოცოს ის ქრისტე ღმერთმა
ვისაც შენებრი დაჰბადებია!"

15:05 | 18.08.2016
GEOWF (53)

Azerbaijan, Armenia, Moldova and Turkey are the countries most at threat of being suspended,
Belorusia da kazaxstanic ganixileba amattan ertad kide da sabolood rogorc prezidenti ambobs srulad albat vera magram 90% gacnendili iqneba sportis es saxeobao.ase rom varjishobt da vigebt

13:31 | 18.08.2016
mindia (2281)

ირანელები რუსებივით ყოფილან, სულ იმაზე აქვთ საუბარი რომ შეთქმულებაა ირანული სპორტის წინააღდეგ. არა და ორი ოქრო აიღეს ისედაც ძალოსნობაში.

15:15 | 18.08.2016
GEOWF (53)

Sapudzveli msajebma misces romlebmac chautvales cona da mteli dacola jiurize cavida.rac upro xshirad ukureb gameorebas iseve rogorc pirdapiri translirebisas chemtbis orive misvla ar itvleboda.olimpiuri tamashebic cin seminarze kvela nakrebis carkomadgenels mat shoris iransac ganucxades rom iqneba dzalian mkacro msajoba olompiur tamashebze.me piradad dzalian kmakopili var msajebis mtlian shejibrze 3 shecdoma meti ar minaxia rac dzalian magari machvenebelia

10:38 | 18.08.2016
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

უმაგრესები!

09:43 | 18.08.2016
choloka (934)

მთელი საღამო უფრო სწორად უკვე დილა მეც აღარ დამეძინა!ასეთი დღეები ძალიან ცოტაა

02:14 | 18.08.2016
mushni (93569)

შენ შემოგევლეეეეეეეეეე ლაშუ ვტიროდი სიხარულისგან

00:03 | 18.08.2016
ალლენ (463)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=BqNsLYyOcZ0')>0?'https://www.youtube.com/watch?v=BqNsLYyOcZ0':'https://www.youtube.com/watch?v=BqNsLYyOcZ0'))

00:50 | 18.08.2016
Tornikiusi (1820)

აუ ამათ ხო ტვინი წაიღეს ამათი დედაც რა. შეიყეს იმენა. აღიარე რა ეს არღნიანი რო წააგე. კომენტარებზე ლაშას დოპინგზეც რო ამახვილებენ ყურადღებას უნამუსო არაკაცები. არადა სალიმიმ ტრავმა მოიგო იმის გამო რომ ამ ოლიმპიადისთვის მომზადებულიყო და ისეთი პრეპარატები მიეღოთ რაც დაშვებულია ტრავმის დროს. არაფერი ემჩნეოდა ამას ტრავმის გუშინ ატაცში. ეს ირანელები ვერ არიან რა

00:56 | 18.08.2016
Tornikiusi (1820)

მოიგონა უნდა ეწეროს

00:53 | 18.08.2016
Tornikiusi (1820)

როგორ არ გინდა რო აგინო ამათ რა. მარა ასეთ უტვინო ლოგიკა მოკლებულ დებილებს არ უნდა აყვე. იმას რო იძახიან არავინ გყავთ ძალოსნობაში მაგარი ქართველებსო აი მანდ უნდა მორჩეს ლაპარაკი მაგათთან. ამ მსაჯს ჩაეთვალა კიდევ რა მაინც მოუგებდა ლაშა სალიმის დაესენიც მოისვენებდნენ ეს უჯიშოები. არადა არც ერთი არ იყო ჩასათვლელი წონა

01:58 | 18.08.2016
bbbbbb (2031)

თავს იმართლებენ შიდა მომხმარებლისთვის. მეტი არაფერი, რომც ჩაეთვალათ რას იზავდა მერე 258 ის ამწევი იყო ეგ? ლაშამ 258 უფრო მარტივად აწია ვიდრე მაგან 245.

02:02 | 18.08.2016
bbbbbb (2031)

წინა ოლიმპიადაზე მსოფლიო რეკორდის დამხობა ამანაც ცადა მარა ჩემი ფეხები, ძვრა ვერ უქნა სტანგას

22:58 | 17.08.2016
zirzikichi (2952)

ლაშა დიდი მადლობა იმ სიხარულისთვის რაც შენ საქართველოს მოუტანე... თავდაბალი ბიჭი ჩანს და ეს დიდი სპორტსმენისთვის დამახასიათებელი თვისება არის, ეგრე გააგრძელე, ყველა წინაპირობა გაქვს რომ გახდე ძალოსნობის ლეგენდა!!!

21:19 | 17.08.2016
shixura (94)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=IU-p9Ym9kkw&feature=share')>0?'https://www.youtube.com/watch?v=IU-p9Ym9kkw&feature=share':'https://www.youtube.com/watch?v=IU-p9Ym9kkw&feature=share'))

02:13 | 18.08.2016
mushni (93569)

სასწაული სიხარულიაააა

21:20 | 17.08.2016
shixura (94)

საჩხერე წუხელ

21:08 | 17.08.2016
bbbbbb (2031)

23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მაგრად გაუჭირდება იმედია ბრინჯაოს მაინც აიღებს

02:13 | 18.08.2016
mushni (93569)

DDDDDDDDDDD

21:04 | 17.08.2016
bbbbbb (2031)

რამდენიც არ უნდა იყვიროს ირანელმა 250 კილოზე მეტის ამწევი ეგ არ იყო. 258 ხო ფანტასტიკა იყო მაგისთვის

20:38 | 17.08.2016
BEERTRANCE (97819)

ლაშას პასუხები მომეწონა ძალიან. შეგვიძLია გვქონდეს იმედი რო თავში არ აუვარდება, გააგრძელებს ვარჯიშს და კიდევ არა1-ელ გაგვახარებს/

20:37 | 17.08.2016
BEERTRANCE (97819)

არადა ზაზა მშენებლადაც მუშაობს ვარჯიშებს შუა. ვარჯიში კი უწევს აი დაახლოებით ისე ვიდეო როა ქუთაისელ ბავშვებს რო ჰაერში ასწავლიან ცურვას.

მთხლებურთში რო ფლანგავენ ფულს, ჰო შეიძLება საშხაპე მაინც გაუკეთონ. არ აქვს დალხენილი ცხოვრება, და წამოკითხვას რო ღრუსები და აზერები ცდილობდნენ მის გადაბირებას.

ახლა მაინც არ უნდა მიაქციო ყურადღება. ხლეჩიკა მგონი აზრზე არაა კანოე რა ხილია.

20:09 | 17.08.2016
Erovnuli-Nakrebi (11812)

სახეზე რომ შეხედო ჯერ კიდე პატარა ბავშვია

19:48 | 17.08.2016
_svani_ (347)

ჩემპიონს რომ ეკადრება ისეთი ჭკუაც გქონია ლაშა ძლიერი და ჭკვიანი ადამიანი ხარ ლაშა! მადლობა გუშინდელი დღისთვის!

19:20 | 17.08.2016
ogafa (10220)

ის დაუმარცხებელია, ვერასოდეს ვერავინ აჯობებს

18:58 | 17.08.2016
(36)

შენ გენაცვალე მე თავიდანვე მჯეროდა რო გახდებოდა ჩემპიონი ერთიც იქნებ თავისუფლებიდან ვინმემ გამოკრას ოქრო

19:07 | 17.08.2016
Tornikiusi (1820)

ხინჩეგა და გენო იტყვიან სიტყვას

18:55 | 17.08.2016
Tornikiusi (1820)

ზაზა მეორე დროით შევიდა ფინალში. მიდი ზაზა უფრო უკეთ და შეგიძლია მედალი აიღო

18:38 | 17.08.2016
რაჭა (10043)

ავსტრალიელები ამყნობენ ლიტვას....

18:33 | 17.08.2016
KoRBeN DaLLaS (24844)

არაдა, дამოუკიдებელი საქართველოს ისტორიაში პირველი дიдი ტურნირი ფოთში ჩატარдა მგონი - ევროპის ჩემპიონატი საწყლოსნო სახეობებში.
ყველაფერი კი გავაპარტახეთ მას მერე, მაგრამ ტრაдიცია ტრაдიციაა. მევასება რა, ეგეთი მარგალიტები რო გამოჩნдებიან ხოლმე

18:20 | 17.08.2016
Tornikiusi (1820)

ზაზა მეორე დროით შევიდა ფინალში. მიდი ზაზა უფრო უკეთ და შეგიძლია მედალი აიღო

18:31 | 17.08.2016
federer (17) (15576)

ისე რომელ საათზეა ფინალები?

18:31 | 17.08.2016
federer (17) (15576)

არ მოველოდი ასეთ კარგ გამოსვლას და მედლის შანსიც ექნება.
ცოტა ცუდი სტარტი ქონდა და მერე მაგრად აკრიფა და თავისუფლად შეუძლია მედალზე გაიქაჩოს

18:56 | 17.08.2016
Tornikiusi (1820)

ხვალ 16 საათსა და 23 წუთზე

19:09 | 17.08.2016
federer (17) (15576)

გაიხარე მადლობა მეგობარო

18:19 | 17.08.2016
KoRBeN DaLLaS (24844)

MatsSundin
არ მიყურებია ჯიგარო. ისე, შენი შეფასებით არის რამის შანსები ? თუ ძალიან გამოკვეთილი ფავორიტებიც არიან მაგ სპორტში ?

18:23 | 17.08.2016
MatsSundin (1595)

ამ სპორტის აზრზე მეც არ ვარ,მაგრამ რავი ოლიმპიური ჩემპიონი,მსოფლიო ჩემპიონი და ბაქოს ევროპული თამაშების ჩემპიონი ყავდა ნახევარფინალში და ყველას აჯობა)

18:21 | 17.08.2016
რაჭა (10043)

პირველად ვუყურებ ცხოვრებაში ამ სპორტს....მაგრამ ჩვენი ბიჭი, რომ ძალიან მაგარია მეც კი შევამჩნიე.

18:31 | 17.08.2016
MatsSundin (1595)

აუუუ ეს რა ავატარი გაქვს ძმა)))) ვფიქრობდი ოფთალმოლოგთან ხო არ წავიდე,რაღაც ხდებათქო ჩემსა თვალებსა))))))))))

18:37 | 17.08.2016
რაჭა (10043)

ბნელეთიდან გამოვედით DDDDD

18:17 | 17.08.2016
mst (1810)

ხო ირაკლისაც არ დაწყვიტავს გულს და ნახევარ მილიონს მას აჩუქებს

18:17 | 17.08.2016
რაჭა (10043)

ქართველებს, აწევა-მიწოლაში, ალბათ ბადალი არა გვყავს DDDD აი სისწრაფესა და გუნდურ თამაშებში ვერ ვქაჩავთ....

18:18 | 17.08.2016
Tornikiusi (1820)

მოიცა ცოტა ხანი ნახე ჩვენმა რაგბისტებმა რა უკანა ხაზი დააყენონ

18:19 | 17.08.2016
რაჭა (10043)

იმედია...ისე მიწოლაში ზელანდიელებიც ითრიეს DDD

18:17 | 17.08.2016
mst (1810)

იმედია ბიძო სათანადოდ დააფასებს საჩხერელ გმირს და მილიონ დოლარს აჩუქებს

18:16 | 17.08.2016
KoRBeN DaLLaS (24844)

ცალკე მაдლობის ღირსია ირაკლი თურმანიძე. კი ბატონო, მისი ბრინჯაო იღბლის ამბავი იყო, მაგრამ ის რომ ასეთი სტაბილური дა მიზანдასახული არ ყოფილიყო, მის აдგილას სხვა აღმოჩნдებოдა дა სალიმის საჩუქრით სხვა ისარგებლებдა.
შეიძლება ითქვას, რომ ირაკლი საკუთარ თავს გაдაახტა.
дამწყები სპორტსმენების 95 პროცენტმა სწორეд თურმანიძე უნдა აიღონ ორიენტირაд дა მას მიბაძონ. ყველა ტალახაძესავით ფენომენი ვერ იქნება, მაგრამ თავдაუზოგავი შრომითაც შეიძლება შეдეგის дაдება

18:14 | 17.08.2016
mindia (2281)

ზაზა გმირია, საიდან ჩნდებიან ესეთ სახეობებში საქართველოში სპორტსმენები მიკვირს. საღოლ

18:12 | 17.08.2016
MatsSundin (1595)

აუუუ ხალხო ჩვენმა ზაზა ნადირაძემ რა იკისრა უყურეთ???)))))) კანოეეს 2000 მეტრზე ფინალში გავიდა 8 კაცში!!!!! ხვალაა ფინალი)))) ზაზაა საღოოოლ!

18:13 | 17.08.2016
MatsSundin (1595)

200 მეტრი )

18:15 | 17.08.2016
რაჭა (10043)

ჰო, მაგარი კაცია....

18:16 | 17.08.2016
Tornikiusi (1820)

ხვალ თუ იგივე ტემპით იარა შანსი იქნება მედლის. მიდი ზაზა

18:11 | 17.08.2016
მებრძოლი ლაზი (60)

ნუთუ მართლა ასე ბრიყვები არიან ირანელები, სასაცილოა...,, ხო ქართველებმა ლაშა მოვისყიდეთ, რომ მსოფლიო რეკორდი მოეხსნა და ჩემპიონი გამხდარიყო")))))))))))

18:07 | 17.08.2016
KoRBeN DaLLaS (24844)

ირანელი გულშემატკივრები სამარცხვინოებთან ერთაд სულელებიც ყოფილან. ასე რომ გააღიზიანებ აдამიანს, ის კიдევ უფრო იმუხტება дა ძლიერი ხдება. მისწრებაა ეგეთი სიტუაცია ძალოსნისთვის.
მოკლეд, дურუ ხუნჩუამ რო ჯოტიას შეაგინა ეგ პონტია რა...DDDDDDDDD

18:07 | 17.08.2016
mindia (2281)

ირანელ გულშემატკივრებზე კარგად უპასუხია.

რამოდენიმე ქართულ საიტზე შემხვდა რომ ალეკსანიანმა თითქოს ქართველ გულშემატკივრებს აგინებდა, მინასიანმა თქვა რომ ხელს უშლიდნენ ირანელებიო. ანუ რაღაც წაუყვითლეს ჩვენს საიტებზე მგონი.

20:06 | 17.08.2016
GEOWF (53)

Qartvelebi sxva mxares ijdnen rogorc vici da saitac somexi atleti iko mibrunebuli iq iranelebi ijdnen

18:10 | 17.08.2016
Tornikiusi (1820)

ალექსანიანმა მართლა შეიგინა ოღონდ ვისკენ იყო მიმართული ეგაა საკითხავი

18:15 | 17.08.2016
mindia (2281)

ირანელმა გულშემატკივრებმა შეუშალა ხელიო ითქვა.

18:17 | 17.08.2016
Tornikiusi (1820)

კი შეგინებით უეჭველი შეიგინა. ხო ქართულმა ვებსაიტებმა თქვეს ქართველებისკენ იყო მიმართულიო. თურმე ირანელებისკენ ყოფილა

18:01 | 17.08.2016
dinamo222 (8587)

ეხლა მთავარია სახელმწიფომ შეუწყოს ყველანაირად ხელი და კიდევ ბევრჯერ გაგვახარებენ ორივე ტალახაძეც და თურმანიძეც და სხვებიც !ვიღაცა გადაბერებული "ვარსკვლავების" ჩამოყვანასი მილიონებს რომ ყრიან ჯობია ანათ შეუწყონ ხელი და მედლებიც წვიმასავით წამოვა მითუმეტეს თვითონ ლაშAა არის მონდომებული ყველა ტურნირში მონაწილოებაში და დარწმუნებული ვარ კახიაშვილის რეკორდს გაიმეორებს ოღონდ საქართველოს სახელით გახდება 3 გზის ოლიმპიური ჩემპიონი !

17:55 | 17.08.2016
Panasonic (2190)

ლაშა ტალახაძე შენ ხარ მსოფლიო რეკორდების დამყარების მანქანა ჩვენო ღირსეულო ოლიპმიურო ჩემპიონო, წინ უამრავი რეკორდები და ტიტულები გელოდება ...სწორად აღნიშნა ბრაზილიელმა ქომაგმა ეს ბიჭი დაუმარცხებელიაო!...ყოჩაღ ლაშა და მადლობა რომ შენ არსებობ ჩვენი საქართველოსთვის!!! :*

02:13 | 18.08.2016
mushni (93569)

+1

17:53 | 17.08.2016
Z U R A (18341)

3 ოლიმპიადა უნდა დადოს < 3

19:19 | 17.08.2016
ogafa (10220)

ღმერთმა გისმინოს

17:53 | 17.08.2016
Z U R A (18341)

რა მაგარი კაცია... შენ გენაცვალე < 3

17:49 | 17.08.2016
dinamo222 (8587)

მართლა მაგარია--უსეინ ბოლტი და ლაშა ტალახაძე არიან ამ ოლიმპიადის ჯოკერები !!

17:48 | 17.08.2016
dinamo222 (8587)

ნახე რაა 23 წლამდელებშიც ვაპირებ გამოსვლასოო ! აი ძმაო ნამდვილი სპორტსმენი ! კაცი ოლიმპიური ჩემპიონია და რაღაცა მესამე ხარისხოვან ტურნირსაც არ ტოვებს ზოგმა რომ იცის გახდება ოლიმპიური ჩემპიონი და ცხვირს იბზუებს

17:44 | 17.08.2016
Tornikiusi (1820)

შენ გენაცვალე ლაშა! მადლობა ბიჭებო გახარებისთვის! დარწმუნებული ვარ ლაშა გახდება პირველი ქართველი სპორტსმენი ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიაში ვინც ზედიზედ ორ ოლიმპიადას მოიგებს. მთავარაი ჯანმრთელად იყოს! ასევე მჯერა რომ მესამე ოლიმპიადის მოგების უნარიც შესწევს! რაც შეეხება ირანელებს უკულტურო ხალხია ელემენტარული ლოგიკის გარეშე. რა უნდა ელაპარაკო იმათ ვინც იტყვის ქართველებმა ფული გადაიხადეს ჩემპიონობაშიო. ფულს ვინ იხდის კარგადაც ჩანს ამ ოლიმპიურ თამაშებზე, ხოლო ვინც ნიჭით, შრომით და ჭკუით იმარჯვებს დღეს დილით გამოჩნდა

17:54 | 17.08.2016
dinamo222 (8587)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

17:55 | 17.08.2016
dinamo222 (8587)

ეეეეეეეე ადმინებოო თქვენ ვერ ხააართ ??? რა დავწერე ისეთიიიიიი ირანელების დედიკოების მოკითხვა არ შეიძლება ????? @@@@@@@@@@

17:38 | 17.08.2016
naiki (5503)

აბა გილოცავთ ბიჭებო სულ ესე გამარჯვებულებს გევლოთ საქართველოსთვის

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.144093
სარეკლამო ადგილი - 99
X x X