კალათბურთი

19:44 | 17.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას არგენტინელი თანაგუნდელი ეყოლება

ესპანურმა “ლაბორალ კუჩამ”, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე შენგელია იცავს, კიდევ ერთი კალათბურთელი შეიმატა.

ბასკურ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა 21 წლის არგენტინელმა გამთამაშებელმა ლუკა ვილდოზამ (სიმაღლე 190 სმ.), რომელმაც გასული სეზონი მშობლიურ “კილმესში” გაატარა. იქ ვილდოსას საშუალო მონაგარი 14.2 ქულა, 3.6 მოხსნა და 2.5 პასი იყო.

0.117084