2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე გასული დღე ქართული დელეგაციისთვის ისტორიული გამოდგა. თუკი ოლიმპიადის საწყის ათ დღეში ქართველთა მონაგარი თითო ვერცხლი და ბრინჯაო იყო, 16 აგვისტოს ყულაბას ძალოსნების ლაშა ტალახაძის და ირაკლი თურმანიძის ოქრო-ბრინჯაო და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძის ბრინჯაო შეემატა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვებ-გვერდთან ქართული ძალოსნობის ისტორიული გამარჯვება საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმაც შეაჯამა:
“ამ წარმატებას წინ უძღვოდა მთელი რიგი სამუშაოები. ფაქტიურად დაშლილი ფედერაცია ნელ-ნელა ჩავაყენეთ მწყობრში და დღევანდელ გამარჯვებამდე ლოგიკურად, ნაბიჯ-ნაბიჯ მოვედით. ლაშამ და ირაკლიმ თავიანთი შესაძლებლობები გამოიყენეს და ორი მედალი მოვიპოვეთ. ამასთან, ტალახაძემ მსოფლიოს ახალი რეკორდიც დაამყარა ორჭიდში. დარწმუნებული ვარ, უახლოეს ერთ წელიწადში ცალკეულ მოძრაობებშიც გააუმჯობესებს რეკორდებს”.
სამმედლიანი დღის შესახებ კომენტარი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცეპრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმაც გააკეთა:
“დღევანდელი დღე აუცილებლად შევა ქართული სპორტის ისტორიაში, რადგან მართლა უმნიშვნელოვანესი ამბები მოხდა – კვარცხლბეკზე ერთდროულად ავიდა ორი ქართველი გმირი სპორტსმენი. ლაშა ტალახაძე ერთ-ერთი ფავორიტი იყო, თუმცა ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო, რადგან მეტოქედ ასევე უძლიერესი ირანელი ძალოსანი ჰყავდა.
საბოლოოდ გამოჩნდა, რომ ირანელს არ ეყო ფიზიკური და ფსიქოლოგიური რესურსი წარმატების მისაღწევად. ლაშას გამოსვლამ კი დაგვანახა, რომ უფრო მაღალ წონებთან შეჭიდებაც რომ დასჭირვებოდა, მაინც ასწევდა. არანაკლებ სასიხარულოა ირაკლი თურმანიძის ბრინჯაო. ამ ბიჭმა ძალიან ბევრი იშრომა და შედეგიც სახეზეა.
რაც შეეხება ჭიდაობას, შმაგი ბოლქვაძე დღეს საოცრად კარგად გამოვიდა და მედალიც აშკარად დაიმსახურა. ბოლო წლებში ჩვენ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში სერიოზული პრობლემები გვქონდა და ამ სახეობაში წარმატებამ ძალიან გაგვახარა.
ამრიგად, დღეს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დღე იყო. მიმდინარე ოლიმპიადაზე ყველაზე სწრაფი სპორტსმენი იამაიკელი მძლეოსანი უსაინ ბოლტია. ყველაზე ძლიერი მამაკაცი – ლაშა ტალახაძე”.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
Es vadebi pirobitia kide sheileba sheicvalos nu lovchevis shemtxvevashi agar moemateba.xdeba xolne saqmis gadaxedva da sazjelis shemsubuqeba kopila bevri precendenti. Imedia bolomde gaicmindeba es sporti da simkacre doping kontrolis mxridan gagdzeldeba
დაბლა ლოვჩევზე წერდით... ლოვჩევს აქვს 4 წლიანი დისკვალიფიკაცია.
Lovchevi politikosad chanokalibdeba am 4 celicadshi rogorc puradi ckaroebit gavige tavisi qalaqis.tu maxris administraciashi daasaqmes : )
კიდევ ერთი გასახარი ამბავი. ზაზა ნადირაძე ფინალში გავიდა რა გაცურა კაცო. ძალიან მაგარია. ხვალ არის ფინალი
არადა საკვალიფიკაციოს მერე არ მქონდა იმედი. წამზე მეტით გააუმჯობესა დრო. იმედია ფინალში კიდევ უფრო სწრაფი იქნება.
264ის დამხობას ველოდებით ლაშასგან. ნუ 216ს რო მოუხსნის სალიმის ეგ არ უნდა იყოს პრობლემა. 2017ში მაგალი მსოფლიო ჩემპიონატი გველის
მაგის დამხობიც დროც მოვა
რუსების დაბრუნების მერე ველი მაგარ მსოფლიოს აი ის იქნება მაგარი შერკინება ჩემი აზრით
მაგ ღორების მოდგმა 1 წლით იქნება დისკვალიფიცირებული.
კი რუსები რო გამოვლენ ეგ იქნეა სასწაული. ლოვჩებს რამდნეხნიანი დისკვალიფიკაცია აქვთ ხომ არიცით?
არ მახსოვს, მარა წელზე მეტი მგონი
შეუდარებელი ტაქტიკური ბრძოლა ვიხილეთ,ეს იყო ბრძოლა ოლიმპიურ ოქროზე და პროგრამა მაქსიმუმი შესრულებულია.რომ არა თურმანიძის ბრინჯაო ვინატრებდი სალიმისთვის ის წონა ჩეათვალათ და ისე დაემარცხებინა ლაშას ირანელი სპორტსმენი.მაგრამ ირაკლის მედალმა დამატებით უფრო დიდი სიახრული მოგვიტანა თითოეულ ჩვენგანს.ყველა ძალოსანმა ვინც კი ამ პაექრობას თვალი ადევნა ყველა შევთანხმდებით იმაზე რომ სალიმის მაქსიმუმ იმ დღეს არ ვიცი სასწაულს თუ მოახდებდა შეილება აეკრა 252 ,253 კაი იყოს 255 მაგრამ არა 258 კილოგრამი და მინდა დავამატო და ავღნიშნო რომ სალიმის გაფჭებული მისვლის შემდეგ შეცვალეს მწვრთნელებმა შეკვეტა 252 კილოგრამი და 247 კგ ზე გაუშვეს ლაშა რაც უკვე ოქროს მედალი იყო და სწორადაც მოიქცნენ რომ არ გარისკეს,იმ შემთხევაშიც კი თუ სალიმი სასწაულს მოახდენდა ლაშას როგორც მინიმუმ 260 კილოგრამი შეეძლო დაეძლია.უბრალოდ ჩვენი სპორტსმენები ძალიან კარგ ფორმაში შეხვდნენ ოლიმპიურ თამშებს რაც რაღათქმაუნდა ასანიძის და სამწვრთნელო შტაბის დამსახურებაა,ყველას გილოცავთ ამ დიდი სიხარულს და მომავალ ოლიმპიადამდე ჩვენი სპორტსმენების კარგად ყოფნას ვისურვებდი.გილოცავთ კიდევ ერთხელ
100%
stripslashes((strlen('http://www.lifeinvest.com.ua/vyi-vse-okkupantyi-gruzinskiy-sportsmen-otobral-flag-rf-u-rossiyskogo-sportsmena-i-brosiv-ego-pod-nogi-nachal-po-nemu-toptatsya/')>0?'http://www.lifeinvest.com.ua/vyi-vse-okkupantyi-gruzinskiy-sportsmen-otobral-flag-rf-u-rossiyskogo-sportsmena-i-brosiv-ego-pod-nogi-nachal-po-nemu-toptatsya/':'http://www.lifeinvest.com.ua/vyi-vse-okkupantyi-gruzinskiy-sportsmen-otobral-flag-rf-u-rossiyskogo-sportsmena-i-brosiv-ego-pod-nogi-nachal-po-nemu-toptatsya/'))
ნახეთ როგორ გააბუქეს
რატომ გააბუქეს...ეგებ მართლა მოხდა, გამორიცხულია????
ლაშას ჟესტს მაწერეს. რაც ვიდეოზეა იმის მეტი არაფერი არ ყოფილა
კი, მაგის მეც მჯერა რო აკვრასაც და ატაცსაც გააუმჯობესებს ლაშა.
დდდ