ფეხბურთი

14:29 | 17.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

დიკ ადვოკაატი თურქეთში იმუშავებს

თურქეთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ “ფენერბახჩეს” ამიერიდან გამოცდილი ჰოლანდიელი სპეციალისტი დიკ ადვიკაატი გაწვრთნის. ამის შესახებ სტამბოლური კლუბის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. 68 წლის მწვრთნელმა “ფენერის” თავკაცის პოსტზე ვიტორ პერეირა შეცვალა, რომელიც წარუმატებელი შედეგების გამო სეზონის სტარტზევე დაითხოვეს.

რაც შეეხება ადვიკაატს, იგი ბოლოს ინგლისურ “სანდერლენდში” მუშაობდა, საიდანაც გასული წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს. დიკ ადვოკაატის სამწვრთნელო კარიერაში არაერთი კლუბი ყოფილა. მათ შორის, პსვ ეინდჰოვენი, “რეინჯერსი”, “გლადბახი” და “ზენიტი”. სანაკრებო დონეზე კი, დიკი ჰოლანდიის, რუსეთისა და სამხრეთ კორეის ნაკრებებსაც ედგა სათავეში.

0.128188