ფეხბურთი

22:15 | 16.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯანომ ტრავმა მოირჩინა და ვარჯიში განაახლა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე გამოჯანმრთელდა. როგორც "სახალხო გუნდის" ვებგვერდი იტყობინება, 23 წლის ქართველმა შემტევმა დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა. მოგეხსენებათ, ჯანომ სეზონი დიდებულად დაიწყო და მიჯრით, ევროპა ლიგაზე ლარნაკას "აეკსა" და პრემიერლიგაში "არსენალს" სამი ულამაზესი გოლი გაუტანა. ტრავმა კი, იმავე "აეკთან" საპასუხო მატჩში მიიღო.

ჯანოს აღნიშნული ტრავმის გამო ორი კვირა გაუცდა. აღსანიშნავია, რომ გამოჯანმრთელებულ ანანიძეს "სპარტაკში" ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. ევროპა ლიგიდან გამოვარდნის მერე გუნდიდან წასულ დმიტრი ალენიჩევს ყურბან ბერდიევი შეცვლის, რომელმაც შარშან "როსტოვი" მეორე ადგილზე გაიყვანა, ხოლო სახელი ყაზანის "რუბინში" ჩინებული მუშაობით გაითქვა.

0.11404