ჭიდაობა

18:12 | 16.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

რიო 2016: ბოლქვაძე მეოთხედფინალშია, ნადარეიშვილი მერვედფინალში დამარცხდა

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ბერძნულ რომაული სტილით ჭიდაობაში დარჩენილ ბოლო ორ წონით კატეგორიაში თამაშდება მედლები. ქართველ მოჭიდავეთაგან 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მერვედფინალური ეტაპიდან ჩაება ბრძოლაში შმაგი ბოლქვაძე, რომელმაც ფინელ ტერო ვაელიმაეკი 3:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. ბოლქვაძეს მომდევნო მეტოქე ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (60) ირანელი ომიდ ნოროზი იქნება.

ასევე მერვედფინალიდან ჩაერთო საქმეში 98 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე რევაზ ნადარეიშვილი. ქართველი ფალავანი ბულგარეთის წარმომადგენელ ელის გურის დაუპირისპირდა. 0:3 წაგებული პირველი პერიოდის შემდეგ მეორე პერიოდში მხოლოდ ორი ქულა აიღო და მომდევნო ეტაპზე გური გავიდა, რომლის შედეგებზეც იქნება დამოკიდებული მიეცემა თუ არა ნადარეიშვილს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი.

ოლიმპიური თამაშების პირდაპირ რეპორტაჟებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

0.118074