ლევან კობიაშვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ სფფ-ის პრეზიდენტს, საქართველოს კანონით „სპორტის შესახებ“ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წესდების შესაბამისად, არ ეკრძალება იყოს დაკავებული სხვა, მათ შორის პოლიტიკური საქმიანობით.
"გვსურს, გამოვეხმაუროთ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხს. როგორც ცნობილია, გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლევან კობიაშვილი გლდანის 21-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.
ლევან კობიაშვილი 2015 წლის 3 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგად არჩეულ იქნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე ოთხი წლის ვადით.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წესდების 38-ე მუხლის 5 პუნქტის თანახმად სფფ-ის პრეზიდენტი შეიძლება იყოს სფფ-ის წევრის მიერ წარდგენილი 24-დან 70 წლამდე პიროვნება, რომელსაც უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება, უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, აქტიურად ჩართული საფეხბურთო საქმიანობაში და არ უნდა იყოს ნასამართლევი.
საქართველოს კანონით „სპორტის შესახებ“ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წესდების შესაბამისად, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს არ ეკრძალება იყოს დაკავებული სხვა, მათ შორის პოლიტიკური საქმიანობით.
ამავდროულად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი, უეფას მოთხოვნების შესაბამისად არის ნეიტრალური პოლიტიკურ საკითხებში, მიუხედავად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოლიტიკური საქმიანობისა" - აღნიშნულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვაა, ამ ბერტყვმა რა ღრმად ჩაყვინა წუნწუხში ბიჭოს, რა სწრაფად გაბანძდა.
ეეჰ, კიდევ ერთი იმედგაცრუება! მემგონი ნომინაციაში "წლის საუკეთესო ადამიანი-იმედგაცრუება" პირველობას არავის დაუთმობს. არადა, როგორი იმედი მქონდა ამ კაცის როცა მოვიდა
ჰოდა, შენც შეცვალე შენი ნიკი ("ანტიმანჯავიძე") "ანტიკობიაშვილი"-თ


მე პირადად კობის პატიოსნებაში ეჭვი არც ახლა მეპარება მაგრამ ახლა დავასკვენი რომ როგორც ჩანს მიხვდა რომ ქართულ ფეხბურთს ეგ და მისი გუნდი ვერ მოარჩენს და თავისი მომავალი პოლიტიკაში დაინახა კალაძის გვერდით
კაი რა ბურატინო, ეგეთი მიამიტი როგორ უნდა იყო. კალაძემ როგორც დასვა ისევე უბრძანა ხმები მინდაო.
აჰა ჰო აქეთ და ადიდეთ კაცი და შეირგო რა
Mgonia rom kalas gverdshi unda sando da patrioti xalxi, amitomac miyavs... kobi rom kai kacia amas ar unda didi baasi... tumcaga merchivna sff shi darcheniliyo da eshvela rame fexburtistvis...
მიდი კობი. ზუსტად შენნაირი სერიოზული ხალხი გვჭირდება.
კობიაშვილო დაახვიე რაა. როგორ მეიმედებოდა და რა უმაქნისი და შემეტენე ტიპი აღმოჩნდა
თვითონაც ხომ ხვდებით, ეს წერილი ჩვეულებრივი ქართული ფარისევლობაა....
სფფ-ს წესდების მესამე მუხლი: ,,სფფ არის ნეიტრალური რელიგიურ და პოლიტიკურ საკითხებში" ახლა წარმოიდგინეთ პარლამენტიდან გადმომზირალი ფედერაციის პრეზიდენტი და გამპოიტანეთ დასკვნა ეჯრძალება თუ არა მას პოლიტიკური საქმიანობა, სფფ-ს ნეიტრალიტეტის პრინციპის გათვალისწინებით, დიდი სამართლებრივი კაზუისტიკა არ დაგჭირდებათ, კოპირებაში რო მაგრები ხართ ეს უკვე ვნახეთ ბატონო, ცოტა ანალიზიც რო მიაშველოთ ურიგო არ იქნება...საინტერესოა სპორტის შესახებ კანონის, რომელ ნორმას იშველიებენ ,,პატივცემულები"
ე.ი. ფეხბურთს არაფერი ეშველება, კობის შეიძლება პოლიტიკაში ეშველოს.
ხო იშოვის ერთ ორ მილიონს დაწყნარდება კაცი)))