ფეხბურთი

19:03 | 16.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

“რომა” ბრაზილიელი მცველით გაძლიერდა

იტალიური “რომა” შემადგენლობის გაძლიერებას განაგრძობს. როგორც ავტორიტეტული გამოცემა “გაძეტა დელო სპორტი” იტყობინება, “ჯალორისის” რიგებს “ტორინოს” მარჯვენა მცველი ბრუნო პერესი შეემატა. 26 წლის სამხრეთამერიკელს რომში დღეს ელოდებიან. დღესვე, რომაული გუნდი მას ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შეიყვანს, რადგან, “რომა” პლეი-ოფში თამაშობს, სადაც პორტუგალიურ “პორტუსთან” პირველ მატჩს ოთხშაბათს გამართავს.

პერესი “რომაში” დამდეგ სეზონს იჯარით გაატარებს, ხოლო დედაქალაქელებს მისი გამოსყიდვა ერთი წლის თავზე 13 მილიონ ევროდ შეეძლებათ. რაც შეეხება იჯარის ფასს, მან 1.5 მილიონი შეადგინა.

ბრუნო პერესი “ტორინოში” და ზოგადად, ევროპაში 2014 წლის ზაფხულიდან მოყოლებული თამაშობს და ამ ხნის განმავლობაში ტურინული გუნდის მარჯვენა ფლანგზე შეუცვლელი ფიგურა გახლდათ.

0.116695