ცნობილი ბრაზილიელი საფეხბურთო მოღვაწე ჟოაო აველანჟი რიო დე ჟანეიროში გარდაიცვალა. მან სიცოცხლე არც მეტი, არც ნაკლები 100 წლის ასაკში დაასრულა. აველანჟი ერთი თვის წინ საავადმყოფოში მოხვდა პნევმონიის დაავადებით, მაგრამ იქიდან სამ დღეში გაწერეს.
სამხრეთამერიკელი მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას, ფიფას 24 წლის განმავლობაში, კერძოდ 1974 წლის 8 მაისიდან 1998 წლის 8 ივნისამდე ხელმძღვანელობდა. ხოლო 2013 წლამდე ფიფას საპატიო პრეზიდენტი გახლდათ, თუმცა კორუფციული ბრალდების გამო სამი წლის წინ მანდატზე უარი თავადვე თქვა.