კალათბურთი

15:42 | 16.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

კოპონენი “ბარსელონაში” ითამაშებს

ფინეთის საკალათბურთო ნაკრების ლიდერი პეტერი კოპონენი კარიერას ესპანურ “ბარსელონაში” გააგრძელებს. კატალონიელებმა 28 წლის კალათბურთელი რუსული “ხიმკიდან” გადაიბირეს, სანაცვლოდ კი, მხოლოდ 300 ათასი დოლარი გადაიხადეს.

გასულ სეზონში კოპონენი ხიმკელთა მაისურით ევროლიგაში 9.3 ქულას და 2.5 პასს აგროვებდა, ვთბ-ლიგაში კი მისი საშუალო მონაგარი 11.6 ქულა და 3.6 პასი გახლდათ.

საინტერესოა, რომ პეტერიმ პროფესიული კარიერა 2004 წელს დაიწყო და მას შემდეგ, მხოლოდ სამ კლუბში უთამაშია. “ხიმკამდე” ის ფინური “ჰონკას” და იტალიური “ბოლონიას” ღირსებას იცავდა.

0.122421