ფეხბურთი

14:05 | 16.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ასაკობრივი ჩემპიონატები

22 აგვისტოდან დაიწყება საქართველოს ჩემპიონატი ასაკობრივ გუნდებს შორის. ამიერიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ჩემპიონატს სამ ასაკში ჩაატარებს - U15, U17 და U19.

U15 და U17 ჩემპიონატები სამ ზონად – დასავლეთი, ცენტრალური, აღმოსავლეთი – დაიყოფა და 2 სექტემბერს დაიწყება, თითო ზონიდან პირველ-მეორეადგილოსნები და ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი გავა მეოთხედფინალში, საიდანაც პლეი-ოფებით გაირკვევა ტურნირის გამარჯვებულისა და საპრიზო ადგილების მფლობელთა ვინაობა.

U15 ლიგა

დასავლეთი

დინამო (ბათუმი), შუქურა, კოლხეთი 1913, გურია, ზუგდიდი, მერანი, სფფ-აკადემია (ზუგდიდი)

ცენტრალური

ტორპედო, სამტრედია, ჩიხურა, დილა, ავაზა, ლოკომოტივი, სფფ-აკადემია (თბილისი)

აღმოსავლეთი

დინამო (თბილისი), საბურთალო, ვიტ ჯორჯია, 35-ე სკოლა, სიონი, ცხინვალი, ჰერეთი

U17 ლიგა

დასავლეთი

დინამო (ბათუმი), შუქურა, კოლხეთი 1913, გურია, ზუგდიდი, მერანი, სფფ-აკადემია (ზუგდიდი)

ცენტრალური

ტორპედო, სამტრედია, ჩიხურა, დილა, ავაზა, ლოკომოტივი, ზესტაფონი, სფფ-აკადემია (თბილისი)

აღმოსავლეთი

დინამო (თბილისი), საბურთალო, ვიტ ჯორჯია, 35-ე სკოლა, სიონი, ცხინვალი, ჰერეთი

ორ ზონად (დასავლეთი და აღმოსავლეთი) გაიყოფა U19 ჩემპიონატი, რომელიც სტარტს 22 აგვისტოს აიღებს. ტურნირი ორ წრედ ჩატარდება და ჯგუფების პირველ-მეორეადგილოსნები ნახევარფინალში გავლენ.

U19 ლიგა

დასავლეთი

დინამო (ბათუმი), შუქურა, კოლხეთი 1913, გურია, ზუგდიდი, სამტრედია, ტორპედო, საპოვნელა

აღმოსავლეთი

დინამო (თბილისი), საბურთალო, ჩიხურა, რუსთავი, სიონი, ცხინვალი, დილა, ლოკომოტივი.

სფფ-ის პრესსამსახური

0.115826