ესპანეთის მოქმედი ჩემპიონი კატალონიის “ბარსელონა” სეზონის სტარტს საკადრო პრობლემებით ხვდება. როგორც “ბლაუგრანას” ვებგვერდი იტყობინება, ანდრეს ინიესტა მოედანზე მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში ვერ გავა, ხოლო ჟერემი მატიე – სამი.
“მარჯვენა მუხლზე ანდრეს ინიესტას შებერილობა აქვს და მის აღდგენით პროცესს ორი კვირა მაინც დასჭირდება, ხოლო ჟერემი მატიე, რომელსაც ასევე მარჯვენა ფეხზე აღენიშნება დაზიანება, სამი კვირა ვერ ითამაშებს”, - წერს კატალონური გრანდის ვებგვერდი.
ორივე მოთამაშემ ტრავმები ესპანეთის სუპერთასზე “სევილიასთან” მატჩში მიიღეს. ფრანგი მცველი 26-ე წუთზე დაშავდა და მისი ადგილი ლუკას დინიმ დაიკავა, ხოლო ინიესტა პირველი ტაიმის მიწურულს დენის სუარესმა შეცვალა.