ჩოგბურთი

12:29 | 16.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

შარაპოვა კორტს შესაძლოა 2017 წლის იანვარში დაუბრუნდეს

რუსეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტის შამილ ტაპრიშევის განცხადებით, მარია შარაპოვა შესაძლოა კორტს 2017 წლის იანვარში დაუბრუნდეს.

“სექტემბრის თვეში ყველაფერი გადაწყდება. ახლა არ შემიძლია ზუსტად ვთქვა, მაგრამ, შესაძლოა, მარია შარაპოვა კორტს 2017 წლის იანვარში დაუბრუნდეს”- განაცხადა ტაპრიშევი.

შეგახსენებთ, რომ მარია შარაპოვას პრეპარატ მელდონიუმის მიღების გამო ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს 2016 წლის იანვრიდან 2018 წლის 25 იანვრამდე.

0.11577