ბირმინგემის “ასტონ ვილას” ყოფილი თავდამსხმელი დელეინ ატკინსონი ციხეში გულის შეტევით გარდაიცვალა. BBC-ის ინფორმაციით, 48 წლის მოთამაშე დასავლეთ მერსიის პოლიციამ დააკავა, რის შემდგომაც მას საპყრობილეში გულის შეტევა დაემართა და მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. აღნიშნულის შესახებ გამოძიება უკვე დაიწყო.
დელეინ ატკინსონმა ფეხბურთის თამაში “იფსვიჩ თაუნში” დაიწყო, შემდეგ კი, “შეფილდ უენსდის”, “რეალ სოსიედადისა” და “ატონ ვილას” ღირსებას იცავდა. ბირმინგემელთა რიგებში მან 114 მატჩში 38 გოლის გატანა შეძლო.