რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე საკალათბურთო ტურნირის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ნაკრებები პლეი-ოფში დაწყვილდნენ.
B ჯგუფში ესპანეთმა არგენტინა 92:73 დაამარცხა. ესპანელებმა ოთხივე პერიოდში იმარჯვეს და არგენტინელებს მოგების არანაირი შანსი არ ჰქონიათ. მატჩში ყველაზე მეტი 23 ქულა რუდი ფერნანდესმა ჩააგდო. არგენტინაში 21 ქულით ლაპროვიტოვა გამოირჩა.
პლეი-ოფში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:
17 აგვისტო
ავსტრალია – ლიტვა
ესპანეთი – საფრანგეთი
18 აგვისტო
აშშ – არგენტინა
ხორვატია – სერბეთი