ეგვიპტურ შარმ ელ შეიხში სტარტი აიღო მორიგმა 10-ათასიანმა ტურნირმა, რომლის ძირითად ბადეშიც 2 ქართველი ჩოგბურთელი – მარიამ ბოლქვაძე და ანა ახალკაცი ითამაშებს.
ბოლქვაძე მე-5 ნომრადაა განთესილი და საწყის რაუნდში რუმინელ ანა ბიანკა მიჰაილას გაეჯიბრება. ახალკაცმა ასპარეზობა კვალიფიკაციიდან დაიწყო და ჩეხი მარკეტა სლივოვა 7:5, 6:2 დაამარცხა. ძირითად ბადეში ახალკაცის მეტოქე ინდოელი შარმადაა ბალუუ იქნება.
წყვილთა ტურნირში ბოლქვაძეს და ხსენებულ მიჰაილას მე-3 განთესვა გააჩნიათ და მერვედფინალში ფრანგ კოდინოს და ბრიტანელ ლარკინს გაეჯიბრებიან.
თავის მხრივ, ახალკაცი და ბრაზილიელი ვაზ ოსორიო დე სოუზა ძალებს ინდოელ ჩამარტისთან და ბრიტანელ ნჯოზესთან მოსინჯავენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია