ჭადრაკი

23:55 | 15.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბერაძე მეცამეტე ადგილზეა

ინდოეთის ქალაქ ბუბანეშვარში მიმდინარე 20-წლამდე მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-8 ტურის პარტიები მიილია. ვაჟთა ტურნირში ქართველმა ირაკლი ბერაძემ (2440) შავი ფიგურებით სერბი ველიმირ ივიჩი (2270) დაამარცხა და 80 მონაწილეს შორის მე-13 ადგილზე გადაინაცვლა.

მე-9 ტურში, რომელიც 16 აგვისტოს შედგება, ბერაძე თეთრებით შვეიცარიელ ნოელ სტუდერს გაეჯიბრება. ამ დროისთვის 6.5 ქულით პირველ ადგილზე ამერიკელი ჯეფრი ქსიონგი (2633) იმყოფება.

გოგონათა ტურნირს სათავეში ფილიპინელი ჯანელ მაე ფრაინა (2292) და რუსი დინარა დორჯიევა (2304) უდგანან, რომელთა აქტივში 6.5-6.5 ქულაა.

2.5 ქულით 51-ეა მარიამ ჭოლაძე (2077), რომელსაც 2.5 ქულა აქვს. გასულ ტურში ქართველმა მოჭადრაკემ შავებით ფრანგ ანისია ტომასთან (2049) წააგო, 17 აგვისტოს კი თეთრი ფიგურებით ინდოელ სალონი საპალეს (2080) ეთამაშება.

0.133917