ფეხბურთი

21:51 | 15.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

კობიაშვილი “ქართული ოცნების” დეპუტატობას უმიზნებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტია “ქართული ოცნების” მაჟორიტარად იყრის კენჭს.

ოფიციალურ პრეზენტაციაზე კობიაშვილის წარდგენაში უშუალოდ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობდა. მისი თქმით, სფფ-ს პრეზიდენტი კენჭს გლდანის 21-ე ოლქში იყრის.

ცნობილი გახდა ისიც, რომ კობიაშვილი პარლამენტში არჩევის შემთხვევაშიც კი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობას გააგრძელებს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” სფფ-ში განუცხადეს, კანონმდებლობა დეპუტატობის პარალელურად რომელიმე სპორტული ფედერაციის პრეზიდენტობას არ კრძალავს, სხვა საქმეა, კობიაშვილი ორ საქმეს ერთმანეთს რამდენად პროდუქტიულად შეუთავსებს.

და ერთიც. "ქართული ოცნების" სახელით დეპუტატობისთვის კიდე ერთი ყოფილი ფეხბუთელი იბრძოლებს. მიხეილ ყაველაშვილი კენჭს ნაძალადევის მე-18 ოლქში იყრის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122093