ჭიდაობა

19:18 | 15.08.2016 | ნანახია 4021 - ჯერ

იაკობ ქაჯაია მეოთხედფინალში დამარცხდა (+VIDEO)

საქართველოს ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი იაკობ ქაჯაია რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე მეოთხედფინალში დამარცხდა. 130 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ფალავანი რუს სერგეი სემიონოვს დაუპირისპირდა და უქულოდ დასრულებული პირველი პერიოდის შემდეგ მეორე პერიოდში 0:5 წააგო. გააგრძელებს თუ არა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას ქაჯაია, სემიონოვის მიერ 1/2-ფინალში ნაჩვენებ შედეგზეა დამოკიდებული.

დღესვე, საქართველოს ნაკრების წევრთაგან ხალიჩაზე 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში რობერტ კობლიაშვილი გავიდა. ქართველი ფალავანი მექსიკელი ალფონსო იეპესის ძლევის შემდეგ მერვედფინალში გერმანელ დენის კუდლასთან დამარცხდა. თავის მხრივ კუდლამ მეოთხედფინალი რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველ დავით ჩაკვეტაძესთან წააგო, რის შედეგადაც კობლიაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსიც დაკარგა და მისთვის მიმდინარე ოლიმპიადა დასრულდა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:38 | 15.08.2016
Erovnuli-Nakrebi (11812)

sabonis - რა სამეულში, ვინ გააკარებს სამეულს რუსებს ?

19:49 | 15.08.2016
lerson (218)

მდაა....აქაც რუსები გვჯობნიან.უკვე ოქრო აქვთ კლასიკებს. თავისუფალშიც ერთი ოქრო ფაქტიურად ჯიბეში აქვთ ხვალ.

19:58 | 15.08.2016
sabonis (9584)

შეეშვით რა ამ რუსებს მაგენი მედლებით ყოველთვის სამეულშია აშშ-ს და ჩინეთის მერე და რას ითვლი მაგათ მედლებს.DD

20:04 | 15.08.2016
lerson (218)

სხვა სახეობებს მე არ ვეხები, აი ჭიდაობაში და ძიუდოში კი ვითვლი მაგათ მედლებს და თუ გახსოვს ლონდონში მათ ძიუდოში ოქრო არ აუღიათ,ჩვენ კი ავითეთ. ანუ შეგვიძლია რო ვაჯობოთ ხოლმე ხო?

20:17 | 15.08.2016
sabonis (9584)

არა კაცო ეგ იაპონელებს არ ქონდა ოქროს მედალი. ისე ჩვენ მე მგონი ჩვენ თავს ვერ ვჯობნით და რუსებს როგორ ვაჯობებთ.

20:23 | 15.08.2016
lerson (218)

მაგაში გეთანხმები სამწუხაროდ. იაპონელებს კი იმდენი ოლიმპიორი ოქრო აქვთ ისტორიაში, მაგას ნაღდად ვერ დავითვლი D

20:08 | 15.08.2016
ალექსანდრე (6188)

ხუმრობ? ლონდონში რუსებმა 3 ოქრო აიღეს ძიუდოში.

20:16 | 15.08.2016
lerson (218)

პეკინი უნდა დამეწერაD.ს ვათა შორის ლონდონამდე ძიუდოში ოლიმპიური ოქრო საერთოდ არ ქონიათ ძიუდოში

19:43 | 15.08.2016
Chat shit get banged (1127)

თავისუფალში თუ მოვიგებთ რამეს...

19:34 | 15.08.2016
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

მედალოსანი უნდა გვყავდეს ჭიდაობაში.

0.11971