საქართველოს ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი რობერტ კობლიაშვილი რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე მერვედფინალში დამარცხდა. 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ფალავანი, მექსიკელი ალფონსო იეპეზის ძლევის შემდეგ, გერმანელ დენის კუდლას დაუპირისპირდა. ქართველი მეტოქეს ქულით ამარცხებდა, თუმცა ბოლო წამებზე მოახერხა კუდლამ ანგარიშის გათანაბრება - 1:1 და ბოლო ქულის უპირატესობის ხარჯზე მომდევნო ეტაპზე გავიდა.
მიეცემა თუ არა კობლიაშვილს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი, კუდლას მიერ ნაჩვენებ შედეგებზეა დამოკიდებული.