ფეხბურთი

19:35 | 15.08.2016 | ნანახია 3093 - ჯერ

კაშია: “ერედივიზიონი არაა რუსეთის ან საქართველოს ჩემპიონატი, სადაც ერთი გოლი 3 ქულისთვის საკმარისია”

არნემის “ვიტესის” კაპიტანმა გურამ კაშიამ ჰოლანდიის ჩემპიონატი საქართველოსა და რუსეთის ჩემპიონატს შეადარა. როგორც ქართველი ფეხბურთელის სიტყვებს ინტერნეტპორტალი Gelderlander.nl-ი ციტირებს, ერედივიზიონი არ გავს რუსულ პრემიერლიგასა და საქართველოს უმაღლეს ლიგას, სადაც ერთი გოლი საკმარისია გამარჯვებისთვის.

“მე ყოველთვის კრიტიკული ვარ, თუმცა ახლა კრიტიკულიც არ შემიძლია ვიყო. ასე აღარ უნდა გაგრძელდეს, საკმარისია – მხოლოდ სამწუხაროა, რომ წავაგეთ ასეთი თამაში, ასეთნაირად. ბრძოლის უნარიანობა აშკარად გვაკლია და ამაზე უნდა ვიმუშაოთ. ერედივიზიონი არაა, რუსეთის ან საქართველოს ჩემპიონატი, სადაც ერთი გატანილი გოლის შემდეგ თამაში მოგებული გაქვს”, - უთხრა კაშიამ ჰოლანდიურ მედიას.

კაშიას აღნიშნული შეფასება ერედივიზიონის II ტურში “ვიტესის” საშინაო მარცხს მოჰყვა “დენ ჰააგთან”, სადაც არნემელები საკუთარ მოედანზე 1:0 იგებდნენ, მაგრამ მერე ორი გოლი გაუშვეს და უქულოდ დარჩნენ.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:58 | 16.08.2016
jarji (238)

ჰოლანდიაშია ორი გუნდი თამაშობს ფეხბურთს და მორჩა

10:31 | 17.08.2016
johnsilver (1155)

და ამ ორი გუნდის ევროპული შედეგები დიდი ხანია აღარ არის ის, რაც ადრე. აიაქსს ყველა უგებს, ვისაც არ ეზარება. აგერ როსტოვიც გამოაგდებს ახლა, თუ სპარტაკმა და ბერდიევმა როსტოვი მანამდე არ დაშალეს.

15:20 | 16.08.2016
gio-manchesteri (68)

უკრაინაშიც ორი გუნდი დომინირებს მხოლოდ.

12:21 | 16.08.2016
johnsilver (1155)

იტალიის ჩემპიონატზე მაგარია ეტყობა ჰოლანდია - 1:0-ებს რომ იგებდა იუვენტუსი სულ...

23:00 | 15.08.2016
soso1986 (490)

საქრთველოში 4,5 მეტზე აკეთებენ თამაშებს და სად ნახა ნაკლებზე და 1 ბურთზე თამაში ამან

22:37 | 15.08.2016
KoRBeN DaLLaS (24824)

კლასი არც ჰქონია მხეдველობაში, სტილი იგულისხმა...
რუსეთში მართლაც ერთი ბურთი წყვეტს ხშირაд ყველაფერს.
საქართველო რატომ ახსენა არ ვიცი, ალბათ გუშინдელი ტურის ანგარიშები არ იცოдა გურამამ DDDD

12:04 | 16.08.2016
BEERTRANCE (97819)

DDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

21:43 | 15.08.2016
berodaviti (4285)

რუსეთი კლასით ჯობია და მიტომ, საქართველო უკლასობით სათვალავშიც აღარაა რა მოსატანი იყო

21:34 | 15.08.2016
რაჭა (10043)

ღადაობს ეტყობა....

19:45 | 15.08.2016
Chat shit get banged (1127)

რუსეთის ჩემპიონატი ჰოლანდიურზე ძლიერია უკვე დიდი ხანია

0.124818