ჩოგბურთი

10:41 | 15.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

მაკაროვა-ვესნინას ოქროს მედალი

რიოს საჩოგბურთო ოლიმპიადის წყვილთა თანრიგში რუსებმა ეკატერინა მაკაროვამ და ელენა ვესნინამ ოქროს მედალი მოიპოვეს. ფინალში რუსებმა შვეიცარიული წყვილი ტიმეა ბაჩინსკი და მარტინა ჰინგისი 6:4, 6:4 დაამარცხეს.

ორივე სეტში მაკაროვა-ვესნინამ თითო-თითო ბრეიკი შეასრულეს. ჩემპიონებმა ოლიმპიადა ისე მოიგეს, რომ არც ერთი სეტი არ წაუგიათ.

მესამე ადგილი საფაროვა-ზაჰლაჰოვა-სტრიკოვას წყვილმა დაიკავა, რომლებმაც ბრინჯაოს მელებისთვის ბრძოლაში ჰლავაჩკოვა-ჰრადეჩკას წყვილი 7:5, 6:1 დაამარცხეს.

0.119313