14 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის წითელი ჯგუფის მეორე ტურის მატჩები გაიმართა.
ტურის ცენტრალური დაპირისპირება სამტრედიაში შედგა. "ეროსი მანჯგალაძეზე" ერთმანეთს "სამტრედია" და "სიონი დაუპირისპირდნენ. უხვგოლიან შეხვედრაში მასპინძლებმა 4:1 გაიმარჯვეს.
მათი მხრიდან დუბლით ბუდუ ზივზივაძე გამოირჩა, თითო გოლი კი, არაბულისა და გამყრელიძის ანგარიშზეა. ბოლნისელთა მხრიდან პრესტიჟის გოლი დავით ვოლკოვმა გაიტანა. მატჩს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე ესწრებოდა.
დამაჯერებლად იმარჯვა ბათუმის "დინამომ". აჭარლები სტუმრად ფოთის "კოლხეთს" დაუპირისპირდნენ და მეტოქე 5:0 დაამარცხეს. ამ გამარჯვებით მათ 4 ქულა დააგროვეს და "სამტრედიასთან" ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ.
უხვგოლიანი შეხვედრა გაიმართა გორშიც. მასპინძელმა "დილამ" "ზუგდიდი" სამბურთიანი სხვაობით 4:1 დაამარცხა. გორელებმა თამაშის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს და მეორე ნახევარში მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებიათ.
სფფ-ის პრესსამსახური