ჭიდაობა

19:22 | 14.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

დათუნაშვილისთვის რიოს ოლიმპიადა დასრულდა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებს პირველივე წრიდან გამოეთიშა. 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე დათუნაშვილისთვის დაუძლეველი ზღუდე ყაზახი ყაზახი დოჟან კარტიკოვი აღმოჩნდა, რომელმაც 2:0 იმარჯვა.

ისღა დაგვრჩენოდა, ყაზახის ქომაგები გავმხდარიყავით, რადგან მისი ფინალში გასვლით ქართველ სპორტსმენს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელება შეეძლო, მაგრამ კარტიკოვი მეორე წრეს ვერ გასცდა.

დღესვე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 59 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც უნდა გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები. ეს ერთადერთი წონაა, რომელშიც საქართველოს ნაკრებს მონაწილე არ ჰყავს. ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა რევაზ ლაშხმა ოლიმპიადის ლიცენზია ვერ მოიპოვა.

ოთარ მაღლაკელიძე, worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროში

0.117194