ფეხბურთი

15:56 | 14.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

გვილიას გოლი "ბატეში", ლიპარტიას გამარჯვება (+VIDEO)

ბელორუსის ჩემპიონატის მე-18 ტურში ბორისოვის "ბატემ" საკუთარ მოედანზე "მინსკი" 3:1 დაამარცხა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი რამ აღნიშნული მატჩის მე-40 წუთზე მოხდა, როდესაც ვალერიან გვილიამ გოლის გატანა შეძლო, რითაც იმ დროისთვის წონასწორობა აღადგინა. ვაკომ ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო და ძლიერი დარტყმით დალაშქრა სტუმართა კარი.

"ბატე" საკუთარ ჩემპიონატს 18 ტურის შემდეგ 44 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს. გვილია მოგეხსენებათ, "ბატეს" ცოტა ხნის შეუერთდა ეს მისი სადებიუტო გოლი იყო ბელორუსიის საუკეთესო გუნდის შემადგენლობაში. სახვათა შორის, იგი მანამდე სწორედ "მინსკის" ღირსებას იცავდა.

უკრაინის პრემიერლიგის მე-4 ტურში ჯაბა ლიპარტიას "ზორიამ" გასვლაზე "ოლექსანდრია" დაამარცხა 1:0. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ ქართველი შემტევი, თუმცა 61-ე წუთზე შეცვალეს. "ზორიას" 4 მატჩში 10 ქულა აქვს და მხოლოდ "შახტარს" ჩამორჩება.

იქვე, სანდრო კობახიძის "ვორსკლა" "დნიპროსთან" სტუმრად ქულას (1:1) გამორჩა. სანდრომ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მთლიანობაში მოედანზე 86 წუთი გაატარა. პოლტაველებს კი 4 ტურის მერე 5 ქულით მეხუთე ადგილი უკავიათ.

0.128116