საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მასპინძელი ბულგარელების დამარცხების შემდეგ, ბელგიასთან მარცხი განიცადა.
ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა ქართველებმა ბენილუქსელებს ვერაფერი მოუხერხეს და საბოლოოდ, 15 ქულის სხვაობით – 52:67 წააგეს.
საქართველოს ნაკრების წევრებმა პირველი პერიოდი (6:16) “ჩააგდეს” და მას მერე ვითარება ვეღარ გამოასწორეს. ქართველები მთელი მატჩის განმავლობაში ცდილობდნენ წამოწევას, თუმცა მეტოქესთან 7 ქულაზე ახლოს ვეღარ მივიდნენ და სატურნირო თვალსაწრისით მეტად დასანანი მარცხი განიცადეს.
საქმე იმაშია, რომ ქვეჯგუფი, რომელშიც ქართველები ასპარეზობენ, თანაბარია და თითოეულ გამარჯვებას ოქროს ფასი აქვს. ბერიშვილის გუნდს რომ მოეგო, ლიდერთა შორის იქნებოდა, ახლა კი სამ გუნდს 2 მოგება და 1 მარცხი აქვს, ხოლო სამს პირიქით – 1 მოგება და 2 მარცხი.
საქართველოს ნაკრები 14 აგვისტოს, თბილისის დროით 19:15 საათზე ჩეხეთს დაუპირისპირდება.
ევროპის U16 ჩემპიონატი. B დივიზიონი. სოფია. ბულგარეთი. 13 აგვისტო
ბელგია 67:52 საქართველო
www.gbf.ge