საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრი თორნიკე შენგელია უკრაინასთან მოგებული მატჩის შემდეგ ბოლომდე კმაყოფილი არ ყოფილა. მისი თქმით, ასეთი დაცვით თამაში საქართველოს ნაკრებს ძლიერ გუნდებთან შანსი თითქმის არ ექნება.
ამასთან, შენგელიამ რუსეთთან მატჩზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ იგი ამხანაგურ სტატუსს ატარებს და სხვა დატვირთვა არ აქვს.
„მოვიგეთ და ამით კმაყოფილები ვართ, მაგრამ კარგად არ გვითამაშია. დაცვაში ძალიან ბევრი შეცდომები დავუშვით და ხვალ რუსეთის ნაკრებს ვეთამაშებით, რომელიც ევროპასა და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ასეთი დაცვით კი მათთან ძალიან გაგვიჭირდება და არ გვაპატიებენ. რაც შეეხება თავდასხმას - ჩემი აზრით, ნორმალური შედეგია. ვფიქრობ, საკუთარ მოედანზე 70 ქულაზე მეტი საკმარისია უმეტეს შემთხვევაში მოსაგებად.
რუსეთთან თამაშზე - „ქართველებმა უნდა ვისწავლოთ, რომ სპორტი არის სპორტი და სხვა დატვირთვა არ აქვს ამ მატჩს. პირველ რიგში ამხანაგური თამაშია, რუსებმა გამოიჩინეს პატივისცემა და თვითონ სიტყვა გვეუბნება, როგორი დატვირთვის თამაშია. ჩვენ მოედანზე სათამაშოდ გავდივართ .
ტრავმაზე - „რა თქმა უნდა, ოპტიმალურ ფორმაში არ ვარ, რეაბილიტაცია ახლახან დავასრულე, მაგრამ ნელ-ნელა შევიდვარ ფორმაში და იმედია, საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე უკეთესად ვითამაშებ“, - განაცხადა შენგელიამ.