ფეხბურთი

17:33 | 13.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა, I ტური: ჩემპიონის უქულო სტარტი (+VIDEO)

ინგლისის პრემიერლიგა სენსაციით დაიწყო – მოქმედი ჩემპიონი “ლესტერ სიტი” გასვლაზე დებიუტანტ “ჰალ სიტისთან” 1:2 დამარცხდა. არადა, მავანთა მიერ, “ჰალი” ახალი სეზონის მთავარ აუტსაიდერადაა შერაცხული სხვადასხვა მიზეზთა გამო. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია მაიკ ფელანის გუნდისთვის, რომ კლაუდიო რანიერის ბიჭები პირველსავე ტურში ხელმოცარული დაეტოვებინა.

აღნიშული მატჩის მთავარი მოვლენები 15-წუთიან ინტერვალში განვითარდა. ჯერ, 45-ე წუთზე ურუგვაელმა აბელ ერნანდესმა მოხდენილი მაკრატელით გახსნა ანგარიში არათუ ამ მატჩში, არამედ მთლიანად 2016-2017 წლების სეზონის პრემიერლიგაში. ტაიმის დაწყება და წონასწორობის აღდგენა ერთი იყო. რიად მაჰრეზმა საეჭვო ვითარებაში დანიშნული პენალტი გოლად აქცია. “ჰალს” მნიშვნელოვანი სამი ქულა 57-ე წუთზე რობერტ სნოდგრასმა მოუტანა.

0.127577