კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელი ლიონელ მესი არგენტინის ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა. ამის შესახებ სამხრეთამერიკელმა ვარსკვლავმა ოფიციალურად განაცხადა. მისი თქმით, მას ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა და შესაბამისად, ეროვნული ნაკრებიც. სწორედ ამიტომ, “ალბისელესტეში” თამაშის გადაწყვეტილება ისევ მიიღო.
“ფინალის შემდეგ ბევრი რამის გამო გადავწყვიტე ნაკრებიდან წასვლა, მაგრამ მეტისმეტად მიყვარს ჩემი ქვეყანა და ჩვენი მაისური. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, რომელსაც სურდა, რომ არგენტინის ნაკრებში ისევ მეთამაშა. იმედია, ისინი პირველივე შესაძლებლობისას მიხილავენ ნაკრებში”, - განაცხადა მესიმ.
შეგახსენებთ, მესიმ ივნისის თვეში კოპა ამერიკის ფინალში ჩილეს ნაკრებთან მარცხის შემდეგ ეროვნული გუნდიდად წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ლიონელმა არგენტინის ნაკრების გარეშე დიდხანს ვერ გასძლო.