საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა, რომელიც ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის ემზადება, თბილისის მერიის თასზე ჰოლანდიის ნაკრებს 77:66 აჯობა. აღნიშნული შეხვედრა საკმაოდ კარგად ჩაატარა ჩვენი ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა, რომელმაც გუნდს 12 ქულა შესძინა. მატჩისშემდგომ შერმადინმა მედიასთან ისაუბრა.
„პირველ რიგში გილოცავთ გამარჯვებას. მართალია ამხანაგური თამაში იყო, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, დაძაბული თამაში გახლდათ, შეცდომები გვქონდა დაცვაში, რაც კარგად გამოჩნდა, მას აუცილებლად გამოვასწორებთ და უკეთ ვითამაშებთ. რაც შეეხება ხვალინდელ შეხვედრას, უკრაინა კარგი გუნდია და ძალიან მაღალი დონის კალათბურთელები ჰყავს. თუმცა, გავარჩევთ მათ თამაშს და დავუპირისპირდებით ისე, როგორ დავალებებსაც სამწვრთნელო შტაბისგან მივიღებთ“, - თქვა გიორგი შერმადინმა.
შეგახსენებთ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ხვალ მერიის თასზე მეორე ტურის მატჩს გამართავს - 20:00 საათზე ილიას ზუროსის გუნდის მეტოქე უკრაინის ნაკრები იქნება.