“ბარსელონას” ფორვარდი ლიონელ მესი არგენტინის ნაკრების ახალ თავკაცს ედგარდო ბაუსას ესაუბრა და ეროვნულ გუნდში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. როგორც Mundo Deportivo იტყობინება, 29 წლის ფეხბურთელი სექტემბერში ურუგვაისა და ვენესუელას წინააღმდეგ არგენტინის ნაკრების უახლოეს მატჩებში მონაწილეობას მიიღებს. წყაროს ცნობით, ეროვნულ გუნდში მესის დაბრუნების შესახებ ოფიციალურად უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
მესიმ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განცხადება ამ ზაფხულს კოპა ამერიკის ფინალში ჩილეს ნაკრებთან განცდილი მარცხის შემდეგ გააკეთა. იმ თამაშის მერე თანამდებობა დატოვა არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტონომაც დატოვა, რომელის ბაუსამ შეცვალა.