რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების მე-7 დღეს, ქართველ სპორტსმენთაგან მხოლოდ ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი გავიდა. 20 წლის სპორტსმენმა, რომელსაც ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ჯერაც 90 კილოგრამი წონითი კატეგორიის მოჭიდავედ მიიჩნევს, ბოლო ერთი წელი ერთი წონით მაღლა – 100 კილოგრამში სცადა ბედი და რიოს ლიცენზიაც მოიპოვა. ამასთან, რამდენიმე პრესტიჟული ტიტულის მოგებაც მოასწრო და ბრაზილიაში მთლად ფავორიტად ვერა, მაგრამ ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ ძიუდოისტად ჩავიდა.
საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და ბრიტანელი ბენჯამინ ფლეჩერი მესამე წუთის მიწურულს, ეფექტური მოგვერდით აღებული ვაზარიდან შებოჭვაზე დაიჭირა. სამ წუთზე ნაკლები დასჭირდა ბელგიის ნაკრების წევრ ტომა ნიკიფოროვის ჩამოსაშორებლადაც, ოღონდ მას ორი ვაზარით მოუმთავრა საქმე.
ერთი გამარჯვებაც და 20 წლის ქართველი ძიუდოისტი დილის პროგრამას ასპროცენტიანი შედეგით ჩაამთავრებდა, მაგრამ თავისზე ერთი თავით მაღალ ფრანგ სირილ მარეს ვერაფერი მოუხერხა. მე-3 წუთზე, ღვინიაშვილი კონტრილეთზე წამოეგო და ვაზარიზე დაეცა. შეხვედრის სათავისოდ შესატრიალებლად კი ძალა და ენერგია აღარ ეყო.
შესვენებისას საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილს ვესაუბრეთ და ისიც დაეთანხმა ჩვენს შეფასებას, რომ 100 კილოგრამი ბექას წონა არაა, რადგან ბევრ უშუალო კონკურენტს სიმაღლით აშკარად ჩამოუვარდება. ეს კი მეტოქისთვის უდიდესი უპირატესობაა.
ამ მოსაზრების გათვალისწინებით, დავით ქევხიშვილი კმაყოფილი იყო, რომ რეპეშაჟის ნახევარფინალში ბექას იაპონელი რიუნოსუკე ჰაგა შეხვდა და არა ჩეხი ლუკაშ კრპალეკი, რომელიც სირილ მარეს მსგავსად, ჩვენებურზე საგრძნობლად მაღალია.
კრპალეკი მოგვიანებით ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. იქამდე კი ბექა ღვინიაშვილი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს – რიუნოსუკე ჰაგას დაეჭიდა და თანაბარ, უილეთო ბრძოლაში ერთადერთი გაფრთხილებით წააგო.
ქართველ ძიუდოისტს შეხვედრის სათავისოდ შესატრიალებლად თითქმის ორი წუთი რჩებოდა, მაგრამ ძალის მთელ შეხვედრაზე გადანაწილება ვერ შეძლო და საბოლოოდ მე-7 ადგილს დასჯერდა.
დარბაზიდან გამოსულმა წაგებულმა ქართველმა ძიუდოისტმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა, ისევე, როგორც წინა დღეებში დამარცხებულმა მისმა რამდენიმე თანაგუნდელმა.
დღეს ძიუდოში მედლების ბოლო ორი კომპლექტი გათამაშდება. მამაკაცებში +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ხოლო ქალებში - +78-ში. საქართველოს სახელით ოლიმპიურ კონკურენციაში ევროპის შარშანდელი ჩემპიონი ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) ჩაებმება. ქართველ მძიმეწონოსანს მძიმე წილისყრა ერგო – პირველსავე წრეში იაპონელ ჰისაიოში ჰარასავასთან უწევს დაპირისპირება.
12 აგვისტოს, ქართველი გულშემატკივრებისთვის გამორჩეულად საინტერესო სპორტის კიდევ ორი სახეობა იქნება. ბატუტზე ხტომაში მედლები გათამაშდება და საქართველოს დროშის ქვეშ ლუბა გოლოვინა გამოვა. მძლეოსნობაში კი სიგრძეზე მხტომელ ბაჩანა ხორავას საკვალიფიკაციო ეტაპი ელის.
ოთარ მაღლაკელიძე, worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროში
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
უეჭველი უნდა მოიგოს იუვემ ევროპა თორე კონტე იქნება მაგარი გასატყიპი თავისუფლად შეუძლია იუვეს ამ თასის აწევა და თუვერ მოიგო პირველ რიგში ეგ კონტეს ბრალი იქნება მაგრამ იმედია მოიგებენ მართლა გულით ვბალეშიკობ ევროპაზე . . .
კონტე მაგარი კაცი.
ბენიტესმა თუ იცოდა პორტუგალიურ გუნდთან რა ექნა გამოეგდო პორტუ უსახურად რო წააგო
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
აუ ადმინ რა გინდა ტო შარზე ხარ?
ბენფიკა გავა
ბენფიკა სახლში წავა
კონტე გვამი ხააარ მაგ იუვეს სენზე უკეთ ნებისმიერი ვათამაშებთ :@
რას უკეთესად ათამაშებ თუ ძმა ხარ?!
გუნდი ზედიზედ ორი სეზონი მეშვიდე ადგილზე ამთავრებდა.
მოვიდა კონტე და ჩემპიონი ისე გახადა თამაში არ წაუგია, ამას მეორე გაჩემპიონობა მოაყოლა და დღე დღეზე ზედიზედ მესამეს მოიგებს.
საუკეთესო მწვრთელად ასახელებენ უკვე მერამდენედ. რა გინდათ რას ერჩით?
უკეთესი გყავთ ვინმე.
ერთადერთი პრეტენზია მე რაც მქონდა კონტესთან თასზე მეორე სასტავს რომ ათამაშებდა და გამოვარდა, ეგ არის და ეგ.
ლიგას კიდევ ისლებით და ოგბონებით ვერ მოიგებ.
რა რესურსიც აქვს მაქსიმალურ შედეგს დებს
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
მერე უნდა ბენიტესმა ასეთი წერილი უნდა გაუგზავნოს არ გინდოდა რძე და ყველიო ჭამე ახლა ........... DDDDDDDDDDDDD
პრიკოლი იქნება ბენფიკამ იუვე რომ გამოაგდოს DDDDDDDDDDDD
იმედია მასე არ მოხდება მოიგოს ევროპა ლიგა ჯუვემ თორე იტალია იძირება
კაია რომ მოუბოდიშა რამდენი ვაგინე არადა კონტეს
DDDDDDDDDDDDDDD