ჩოგბურთი

0:12 | 12.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია

რიოს ოლიმპიადის ქალთა საჩოგბურთო ტურნირზე ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა. მე-11 ნომრად განთესილი ჩეხი პეტრა კვიტოვა პუერტო რიკოს წარმომადგენელ მონიკა პუიგს გაეჯიბრება, მე-7 რეიტინგოს მქონე ამერიკელი მედისონ კისი კი ძალებს მე-2 ნომრით მოთამაშე გერმანელ ანგელიკ კერბერთან მოსინჯავს.

მეოთხედფინალში კვიტოვამ უკრაინელი ელინა სვიტოლინა, რომელმაც მანამდე სენსაციურად მოუგო ამერიკელ სერენა უილიამსს, 6:2, 6:0 გაანადგურა. კისმა რუს დარია კასატკინას 6:3, 6:1 სძლია და დიდაც არც პუიგს გასჭირვებია. მან გერმანელი ლაურა ზიგემუნდი 6:1, 6:1 დაამარცხა.

ქალთა ბადეში დღის ბოლო შეხვედრა კერბერსა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ იოჰანა კონტას შორის შედგა და დიდი ბრძოლა არც აქ ყოფილა. ფავორიტად შერაცხულმა გერმანელმა 6:1, 6:2 მოიგო.

0.119501