კალათბურთი

22:37 | 11.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონას” ბარცოკასი გაწვრთნის

ესპანურმა “ბარსელონამ” მთავარი მწვრთნელის რანგში გეორგიოს ბარცოკასი წარადგინა. ბერძენმა მწვრთნელმა კატალონიური გრანდთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მისი ასისტენტები კი კრისტოს პაპასი და ხოსეპ ბეროკალი იქნებიან.

ბარცოკასი “ბარსელონაში” ყუბანის “ლოკომოტივიდან” გადაბარგდა, რომელიც გასულ სეზონში ევროლიგის “ოთხთა ფინალში” ათამაშა.

“ლოკომოტივის” დატოვება იოლი საქმე არ ყოფილა, თუმცა, როდესაც ისეთი კლუბი გიწვევს, როგორიც “ბარსელონაა”, უარის თქმა ძნელია. ამ გამოწვევას დიდი ენთუზიაზმითა და პასუხისმგებლობით ვიღებ”, - განაცხადა ბარცოკასმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113252