ჩოგბურთი

16:21 | 11.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ცივაძე თელავის ტურნირზე 2 ტიტულისთვის იბრძვის

ქართველი ჩოგბურთელი გიორგი ცივაძე თელავის 10-ათასიანი ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. ცივაძემ მეოთხედფინალში კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული ფაბრიციო ორნაგო 6:1, 7:5 დაამარცხა და ფინალის საგზურისთვის მე-3 ნომრად განთესილ ლიტველ ლუკას მუგევიჩიუსს გაეჯიბრება.

წყვილთა ტურნირში მე-3 განთესვის მქონე ცივაძემ და უზბეკმა შონიქმაჯონ შოფაიზიევმა უკრაინელებს – ბიელინსკის და პრიჰოდკოს 7:5, 6:3 სძლიეს და ფინალში მე-2 რეიტინგით მოასპარეზე ავსტრალიელებს (ფანკუტი-რობინსი) ეთამაშებიან.

0.112122