ესპანური “ვილიარეალის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან მარსელიონიო გარსია ტორალი გაათავისუფლეს. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გუნდი დატოვეს მწვრთნელის თანაშემწეებმაც. “ვილიარეალის” ხელმძღვანელთა ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი არ დასახელებულა.
“კლუბი მადლობას უხდის მარსელიონიო გარსია ტორალს, ასევე მის შტაბს გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებებს უსურვებს სპორტულ კარიერაში. ახალი მწვრთნელის ან მისი მოვალეობის შემსრულებლის შესახებ უახლოეს საათებში გამოცხადდება” - აღნიშნულია ესპანური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მარსელიონიო “ვილიარეალს” 2013 წლიდან თავკაცობდა. მისმა გაწვრთნილმა გუნდმა განვლილ სეზონში ესპანეთის ლა ლიგაში მეოთხე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საგზური მოიპოვა, სადაც “მონაკოსთან” მატჩები 17 და 23 აგვისტოს ელის.