ფეხბურთი

11:51 | 11.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

რიო 2016: ბრაზილია მეოთხედფინალშია, ოლიმპიური ჩემპიონი ჯგუფში ჩარჩა (+VIDEO)

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ვაჟთა საფეხბურთო ტურნირის მეოთხედფინალისტები გამოვლინდნენ. ოლიმპიადის მასპინძელმა ბრაზილიელებმა, ერაყთან და სამხრეთ აფრიკასთან უგოლო ფრეების შემდეგ, დანიას დიდი ანგარიშით 4:0 აჯობეს და ჯგუფში 5 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს. ბოლო ტურში მარცხის მიუხედავად მომდევნო ეტაპზე გავიდა დანიის ნაკრებიც.

მოულოდნელი შედეგები დაფიქსირდა C და D ჯგუფებში, სადაც შესაბამისად, მექსიკელები და არგენტინელები გამოდიოდნენ. ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის გამარჯვებულმა მექსიკის ნაკრებმა სამხრეთ კორეასთან 0:1 წააგო და 4 ქულით ჯგუფში ჩარჩა. ტურნირს გამოეთიშა არგენტინის ნაკრებიც, რომელმაც ბოლო ტურში ჰონდურასის წინააღმდეგობა ვერ დაძლია - ფრე 1:1 და მეოთხედფინალში ჰონდურასის ნაკრები გავიდა.

ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შედეგები

A ჯგუფი

ბრაზილია - დანია 4:0

სამხრეთ აფრიკა - ერაყი 1:1

1. ბრაზილია 3 1 2 0 4:0 5
2. დანია 3 1 1 1 1:4 4
3. ერაყი 3 0 3 0 1:1 3
4. სამხრეთ აფრიკა 3 0 2 1 1:2 2

B ჯგუფი

იაპონია - შვედეთი 1:0

კოლუმბია - ნიგერია 2:0

1. ნიგერია 3 2 0 1 6:6 6
2. კოლუმბია 3 1 2 0 6:4 5
3. იაპონია 3 1 1 1 7:7 4
4. შვედეთი 3 0 1 2 2:4 1

C ჯგუფი

სამხრეთ კორეა - მექსიკა 1:0

გერმანია - ფიჯი 10:0

1. სამხრეთ კორეა 3 2 1 0 12:3 7
2. გერმანია 3 1 2 0 15:5 5
3. მექსიკა 3 1 1 1 7:4 4
4. ფიჯი 3 0 0 3 1:23 0

D ჯგუფი

არგენტინა - ჰონდურასი 1:1

ალჟირი - პორტუგალია 1:1

1. პორტუგალია 3 2 1 0 5:2 7
2. ჰონდურასი 3 1 1 1 5:5 4
3. არგენტინა 3 1 1 1 3:4 4
4. ალჟირი 3 0 1 2 4:6 1

მეოთხედფინალური წყვილები:

ბრაზილია - კოლუმბია

სამხრეთ კორეა - ჰონდურასი

ნიგერია - დანია

პორტუგალია - გერმანია

ნახევარფინალში ითამაშებენ:

ბრაზილია/კოლუმბია - სამხრეთ კორეა/ჰონდურასი

ნიგერია/დანია - პორტუგალია/გერმანია

თეგებირიო 2016
0.110599