ილიას ილიადისისა და საბერძნეთის ნაკრების სახელით მოჭიდავე ჯარჯი ზვიადაური კარიერას ასრულებს. ოლიმპიური (2004) და მსოფლიოს 3-გზის (2010, 2011 და 2014) ჩემპიონისთვის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშები ძალიან წარუმატებელი გამოდგა - ბრაზილიურ ტატამზე მხოლოდ 43 წამი იჭიდავა და შეჯიბრებას პირველივე წრიდან გამოეთიშა, ჩინელ ქსუნჟაო ჩენგთან იპონით წაგებით.
დიდი სპორტიდან წასვლის შესახებ განცხადება ილიადისმა ბრაზილიური ტატამიდან გამოსვლისთანავე გააკეთა.
"ეს ჩემთვის ბოლო ოლიმპიადა და საერთოდ, ბოლო ტურნირი იყო. რა თქმა უნდა დიდი სურვილი მქონდა, წარმატებისთვის მიმეღწია, მაგრამ... ეს ძიუდოა, ოლიმპიური თამაშებია და ყველაფერი ხდება” – განაცხადა 29 წლის ილიას ილიადისმა.
ოთარ მაღლაკელიძე, worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროში