ქართველი მოჭადრაკეები აზერბაიჯანის დაბა გაბალაში ამხანაგური მატჩის სათამაშოდ გაემგზავრნენ. შეხვედრის მიზანი 1-14 სექტემბერს ბაქოში გასამართი მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადისათვის მზადებაა.
ქართველი მოჭადრაკეებიდან მატჩში იასპარეზებენ:
ვაჟები: ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი, ლევან ფანცულაია, თორნიკე სანიკიძე და გიგა ყუფარაძე.
ქალები: მერი არაბიძე, ნინო ხომერიკი, ქეთი წაწალაშვილი, მირანდა მიქაძე და ალექსანდრა ვახანია.