70 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით მოასპარეზე ქალმა ძიუდოისტმა ესტერ სტამმა რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებული სტარტი აიღო. პირველ შეხვედრაში სტამმა მონღოლი ცენდ-აიუში დაამარცხა და მომდევნო წრეში კანადელ კელიტა ზუპანჩიჩს დაუპირისპირდება