ლეგენდარულმა ამერიკელმა მოცურავემ მაიკლ ფელპსმა რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე მედლების მარაგს კიდევ სამი ოქრო შემატა და კარიერაში ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული მედლების რაოდენობა 25-მდე (21 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო) გაზარდა.
31 წლის სპორტსმენმა ბრაზილიაში 200 მეტრზე ბატერფლაით ცურვაში, 4X200 და 4X100 მეტრზე თავისუფალ სტილში იპირველა. ფელპსი მიღწეულით კმაყოფილია, თუმცა ამავდროულად ამბობს, რომ მოუთმენლად ელის მორიგ სტარტს.
“21 ოლიმპიური ოქროს მედალი - რა თქმა უნდა ბევრია. ეს სიგიჟეა, მაგრამ მე ჯერ არ დამიმთავრებია. მოუთმენლად ველი მორიგ სტარტებს” - ციტირებს ფელპსის სიტყვებს BBC.